კესარია: ,,ჩემი უსაყვარლესი დედიკო! აი, ამ ქალმა შემქმნა””

კესარია: ,,ჩემი უსაყვარლესი დედიკო! აი, ამ ქალმა შემქმნა"”კესარია აბრამიძის დედის ფოტოები სოციალური ქსელების ყურადღებას ხშირად იქცევს. მომღერალი ლელა წურწუმია აქვეყნებს კესარიას დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს:

,,კესარიას დედა… აი, ვის ჰგავს და რატომაა ასეთი ლამაზი”-

კესარიაზე ხშირად საუბრობენ, რომ მას სახეზე ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, რასაც უარყოფს. მან სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა, წარწერით:

,,ათასი sms მომდის, სად რა გავიკეთე. აი, ამ ქალბატონთან გავიკეთე ყველაფერი. მან შემქმნა. ჩემი უსაყვარლესი დედიკო”.

კესარიას დაც ჰყავს, რომელსაც ასევე გამოირჩევა გარეგნობით.

კესარია ყოველთვის აღნიშნავს, რომ საუკეთესო ოჯახი ჰყავს და ისინი მუდამ მის გვერდით არიან.