ვანი ჭირისუფალია – ,,მთელი სოფელი ვგლოვობთ, უპატიოსნესი ოჯახი იყო”

ვანი ჭირისუფალია - ,,მთელი სოფელი ვგლოვობთ, უპატიოსნესი ოჯახი იყო"დიდი ტრაგედია დატრიალდა ვანში, სადაც ავა­რი­ას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა – 37 წლის ქეთი ლო­მი­ძე და მისი 7 თვის შვი­ლი.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ვანი–ბაღ­და­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე­ხუ­თე კი­ლო­მეტრზე, სო­ფელ დი­ხაშ­ხოს გა­და­სახ­ვევ­თან მოხ­და. ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად “მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი დედა და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი გარ­და­იც­ვალ­ნენ. ამა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე და მათი გო­გო­ნა. ისი­ნი ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ქეთი ლო­მი­ძე წარ­მო­შო­ბით ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლა­ბა­ჯო­უ­რი­დან იყო. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ლა­ბა­ჯო­უ­რი­დან ქუ­თა­ის­ში, ქმრის ოჯახ­ში ბრუნ­დე­ბო­და. გარ­დაც­ვი­ლი ქა­ლი­სა და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის ცხედ­რე­ბი ვა­ნის რა­ი­ონ­ში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს.
-მთე­ლი სო­ფე­ლი ვგლო­ვობთ, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და. არ ვიცი, რა ვთქვათ, უპა­ტი­ოს­ნე­სი ოჯა­ხი იყო და ამ ამ­ბავ­მა ყვე­ლა დაგ­ვამ­წუხ­რა, – გა­ნუ­ცხა­და ამბები.ჯი-ს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა ავ­თან­დილ ჭე­ლი­ძემ.

ამბები.ჯი