მაკა ზამბახიძე საავადმყოფოში მოხვდა

მომღერალი მაკა ზამბახიძე საავადმყოფოში მოხვდა. პრაიმტაიმის ინფორმაციით, მომღერალმა ოპერაცია გაიკეთა. ოჯახის ახლობლის თქმით, მაკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ექიმები მომღერალს კიდევ სამ დღეს კლინიკაში დარჩენას ურჩევენ.

22 სექტემბერს მაკას „ნონსტოპთან“ ერთად კონცერტი აქვს დაგეგმილი კლუბში „დორს“. უკვე რამდენიმე თვეა მაკას და ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია.

პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018