მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დატოვებენ – ,,დაზარალებულები აღარ გვეყოლება”

,,ცენტრ პოინტი” m2-ისთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.
-10 წლის განმავლობაში რთული იყო ამ პროცესის დაძვრა. ერთი წლის წინ გამოვედი ციხიდან და ამის შემდეგ ვეძებ ინვესტორს. მიდის აქტიური მოლაპარაკება m2-თან. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მე წინა მოსამართლეს გავაცანი. ეს არის გენერალური ხელშეკრულება, რაც ყველა ჩვენს ობიექტს ასრულებს. ხელშეკრულება ფორმდება m2-ს, „ცენტრ-პოინტსა“ და დაზარალებულებს შორის. კომპანია m2 იღებს ვალდებულებას, ანუ ჩვენ არ გვეყოლება დაზარალებულები, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქმეზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ.

ცნობისთვის, კომპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, „მაგნოლიას“ ეპიზოდზე სასამართლო სხდომა დღეს კვლავ ვერ ჩატარდა. სხდომის გადადება გუკა რჩეულიშვილმა ითხოვა, მიზეზი სწორედ კომპანია m2-თან გასაფორმებელი ხელშეკრულებაა.

კვირა.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018