,,ბავშვს 3-4-ჯერ ესროლეს” – სმიტების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძემ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გააცნო.

-ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული. გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება.

აქედან გამომდინარე საჭიროა შეწყდეს გამოძიება კობაურის მიმართ. რადგან ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018