,,ზუზუ ჯანმრთელობას უჩიოდა… დაჩაგრული, სევდიანი კაცი იყო” – ანრი ბიბილეიშვილი

,,ზუზუ ჯანმრთელობას უჩიოდა... დაჩაგრული, სევდიანი კაცი იყო" - ანრი ბიბილეიშვილიმსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც მისი მეგობარი ანრი ბიბილეიშვილი ამბობს, მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

-უჩიოდა ჯანმრთელობას, მაინცდამაინც არ იყო კარგად, თუმცა კონკრეტულად არ დაუსახელებია არაფერი განსაკუთრებული… ძალიან უჭიდა. კიდევ ერთი ნიჭიერი კაცი წავიდა, რომელიც არ დაფასდა. დაჩაგრული, სევდიანი კაცი იყო, – ამბობს ანრი ბიბილეიშვილი.

ზაზა ბეჟაშვილი ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი. მსახიობის მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ამბობს, რომ ის მეზობელმა ნახა, ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

-აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო, ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიანი იყო უკვე ძალიან, – განაცხადა ჟურნალისტებთან მაკა რაზმაძემ.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.