,,უცებ თვალებში დაბნელდა… დაღუპული მძღოლის შვილია, ის მამის გვერდით იჯდა” – ყვებიან დაშავებული მგზავრები

,,უცებ თვალებში დაბნელდა... დაღუპული მძღოლის შვილია, ის მამის გვერდით იჯდა" - ყვებიან დაშავებული მგზავრები– ჟურნალს ვკითხულობდი. უცებ თვალებში დაბნელდა და საშინელი ხმა იყო… არ მოდიოდა სწრაფად… დაღუპული მძღოლის შვილია, ის მამის გვერდით იჯდა, – ყვებიან,,პალიტრარადიოსთან”  ავტობუსის მგზავრები, რომლებმაც დღეს სიკვდილს თვალებში ჩახედეს.

ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 12 კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.