თაკო ჩარკვიანი: ,,დავიტანჯე ზურაბიშვილის ჩიქორთული ქართულით”

თაკო ჩარკვიანი: ,,დავიტანჯე ზურაბიშვილის ჩიქორთული ქართულით"პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე წერს:

,,საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბიშვილს ვუსმენდი. გულწრფელად, ყოველგვარი ქილიკის გარეშე ვამბობ – დავიტანჯე მოსმენით. მართლა გაბედვაა, ამ ,,ჩიქორთული” ქართულით ამ ქვეყნის პრეზიდენტობა გინდოდეს.

კარგი, ამას თავი დავანებოთ… ამ ,,ქართულიდან” აი, ეს გავიგეთ: საქართველოს პერსპექტივა აქვს ნულის ტოლფასიო, რადგან რუსეთი არაფრის საშუალებას არ მისცემსო, ლავროვს უნდა ვეფეროთო (ოღონდ, რატომ და რას გვაძლევს ეს, არ უთქვამს. საუკუნეებია, ,,ვეფერებით” ამ დამპყრობელს და რააა მერე ?!).

მე სასახლეში არ ვიცხოვრებ  ორბელიანების მირჩევნია, ქალს უფრო უხდებაო. საქართველომ კი დაიწყო ომი, მაგრამ მომავალშიც რომ არ დაიწყოს, აი, ამიტომ ამირჩიეთო.

მე ვფიქრობ, პირდაპირ დიდი ხელფასი უნდა, თან საქართველოს გადაბარებაში რუსეთზე, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ.

ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იყო: პატრულის და ჯარის რეფორმას ბიძინა აფინანსებდა და აკეთებდა, მიშა კი არაო.  კი, ბატონო, ასე იყოს, მაგრამ ახლა რა ღმერთი გაგიწყრათ, რატომ არ აგრძელებთ რეფორმებს ბატონო? ჩალპა სამართლებრივი სისტემა, ბატონებო, თვითონ როგორც ამბობენ, მილიარდებია გატანილი ამ ხელისუფლების (,,ოცნების”) დროს და არავინ  არავის სთხოვს პასუხს! რა საოცარია… ამაზე არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვა კორუფციაზე და არც ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულ მის კრებულში გამოქვეყნებულ ,,ჩვენებაზე” -საქართველომ ომი დაიწყოო.

ჰოდა, ქართული რომ არ იცის ამ კანდიდატმა, მისი აზრით, ომი რომ საქართველომ დაიწყო თავის ტერიტორიაზე, ორბელიანის სასახლე რომ უფრო უხდება ქალს და ბევრი ,,ამბიციური სისულელის” გამო, ვერასოდეს გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც (საქართველოს მოსახლეობის აზრით და მსოფლიო თანამეგობრობის აზრით) ომი არ დაუწყია! ეს რომ გაიგო, იცოდე და თქვა, ამას ქართულის ცოდნა არ სჭირდება – ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქვია ამას!”.