,,სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე მის გვერდით ვიყავი” – ჯონ მაკკეინის ქალიშვილის ემოციური წერილი

,,სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე მის გვერდით ვიყავი" - ჯონ მაკკეინის ქალიშვილის ემოციური წერილისე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, მე­გან მა­კ­კე­ი­ნი, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ემო­ცი­ურ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

,,მა­მა­ჩემ­მა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტორ­მა, ჯონ მა­კ­კე­ინ­მა, დღეს დაგვტო­ვა. მე მას­თან ვი­ყა­ვი მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე, ისე­ვე, რო­გორც ის იყო ჩემ­თან ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან.

33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით ყვე­ლა­ფერს. ის მზრდი­და, მას­წავ­ლი­და, მის­წო­რებ­და, მამ­ხნე­ვებ­და და ყვე­ლა­ფერ­ში მხარს მი­ჭერ­და. მას მე ვუყ­ვარ­დი და მე ის მიყ­ვარ­და. მან მას­წავ­ლა, რო­გორ მე­ცხოვ­რა. მისი სიყ­ვა­რუ­ლით და მზრუნ­ვე­ლო­ბით ვი­ქე­ცი გო­გო­დან ქა­ლად და მან მაჩ­ვე­ნა მე, რას ნიშ­ნავს იყო კაცი.

ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ახლა, როცა ის წა­ვი­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის ამო­ცა­ნაა, ვი­ცხოვ­რო მისი მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით, მისი მო­ლო­დი­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ტრა­გი­კუ­ლი და სამ­წუ­ხა­როა ჩემ­თვის, ჩემი ძმე­ბის­თვის და დე­ბის­თვის.

ის იყო ცე­ცხლი, რო­მე­ლიც ბრწყინ­ვა­ლედ იწ­ვო­და და ჩვენ ვცხოვ­რობ­დით მისი შუ­ქი­სა და სით­ბოს ქვეშ, ძა­ლი­ან დიდი ხნის მან­ძილ­ზე. ჩვენ ვი­ცით, რომ მისი ალი იცხოვ­რებს თი­თო­ე­ულ ჩვენგან­თან ერ­თად. მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი და წლე­ბი არ იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე მა­მის გა­რე­შე, მაგ­რამ იქ­ნე­ბა კარ­გი დღე­ე­ბი, სავ­სე სი­ცო­ცხლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით, იმ მა­გა­ლი­თის გამო, რომ ის ცხოვ­რობ­და ჩვენ­თვის.

თქვე­ნი ლოც­ვა მისი სუ­ლის­თვის და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

მა­მა­ჩე­მი წა­ვი­და და მე მე­ნატ­რე­ბა ის, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ენატ­რე­ბო­დეს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც მას აღ­მერ­თებს. ამ და­ნა­კარ­გი­სა და მწუ­ხა­რე­ბის დროს მე ვპო­უ­ლობ სიმ­შვი­დეს იმა­ში, რომ: ჯონ მა­კ­კე­ი­ნი, გმი­რი მისი ქვეყ­ნი­სა და სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა­სი, დღეს იღ­ვი­ძებს რა­ღაც დი­დე­ბუ­ლის­თვის, რაც აქამ­დე დე­და­მი­წა­ზე ყო­ფი­ლა.

დღეს მე­ო­მა­რი შე­ა­ბი­ჯებს თა­ვის ნამ­დვილ და მა­რა­დი­ულ სი­ცო­ცხლე­ში, სა­დაც მას მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლა, ვინც იქ მა­ნამ­დე წა­სუ­ლა, წა­მო­ი­მარ­თე­ბა, რათა შეხ­ვდეს ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მედს.

ამბები.ჯი