სამეგრელოში ქართველი მამაკაცი ტურისტების გაუპატიურებას ცდილობდა

სამეგრელოში ქართველი მამაკაცი ტურისტების გაუპატიურებას ცდილობდაორი ტურისტის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
ტურისტების გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე მოხდა.

კარავში, სადაც ორი ტურისტი იმყოფებოდა, ქართველი მამაკაცი შეღწევას ცდილობდა. თუმცა უცხოელებმა 112-ში დარეკეს და ინფორმაცია მიაწოდეს.

ინფორმაციის საფუძველზე, სწრაფი რეაგირების შედეგად, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველი მამაკაცი დააკავეს. 112- ში დაფიქსირებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა ადგილზე და განმუხტა სიტუაცია.

სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, გამოძიება სსკ-ის 19-150 მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, ორი უცხოელი ტურისტის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კვირა.ჯი