ნათია ფანჯიკიძე: ”დედამ 17 წლის შვილი ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს… მერე ის გოგო დაიჭირეს…”

ნათია ფანჯიკიძე: ”დედამ 17 წლის შვილი ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს... მერე ის გოგო დაიჭირეს...”ნათია ფანჯიკიძემ 2 საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

”ბავშვობაში დამზაფრა ამ ამბავმა – რაჭაში დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო, დედამ მუცელი აუკრა, რომ არ შესტყობოდა ეს “უბედურება და სირცხვილი”. შემდეგ ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს. 17 წლის გოგო დაიჭირეს ახალშობილის განზრახ მკვლელობისთვის. დანარჩენი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება და უფლებები ბედნიერებაზე.
განდევნეთ შიში თქვენგან. საკუთარი თავის მეტს არავის და არაფერს ეკუთვნით. ძალადობას თუ არ დაუპირისპირდები, მინიმუმ ფეხებზე უნდა დაიკიდო მისი არსებობა. და თუ გრძნობ, რომ შენი საკუთარი ძალა არ კმარა სიტუაციის არსში გასარკვევად, იპოვე ვინმე, თუნდაც უცნობი და ელაპარაკე შენს პრობლემაზე.”