სტეფანეს სასტუმროს მეხი დაეცა – “სცენა მიწაში ჩავიდა”

სტეფანეს სასტუმროს მეხი დაეცა - "სცენა მიწაში ჩავიდა"კონცერტის გასამართად ჩასულ სტეფანე მღებრიშვილს ბათუმში, მის დაბადების დღეზე, დიდი თავგადასავლები გადახდა, რის შესახებაც მან ფეისბუქში დაწერა:

“საიდან დავიწყო არ ვიცი. მაგრამ სატვირთო მანქანებით ჩავიტანეთ (უცხოელ არტისტებზე რომ აპარატურა დადის იმდენი) სცენა, ხმა, განათება… და რადგან ვიცოდი, რომ დიდი სივრცე იყო, პირველად ჩემს კონცერტზე დავამონტაჟეთ ეკრანები შორს მდგომი ადამიანებისთვის, რომ კარგად დაენახათ და დამატებით კონცერტის გადასაღებად დავიქირავეთ ოპერატორები, დრონები (მხოლოდ კონცერტის მსვლელობის დროს გადაღებისთვის) დაახლოებით 40 ადამიანი ჩავედით, ბენდის ჩათვლით და უნდა ყოფილიყო ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რაც ოდესმე მქონია.

რადგან გამოცდილი ხალხი ვიყავით, პირველ აგვისტოს ყველაფერი იყო ადგილზე…
სექტორ 26 ხელმძღვანელობას არაფერზე უკან არ დაუხევია და ყველაფერი გააკეთეს იმდენად მაგრა, მეტი რომ არ შეიძლებოდა! მოკლედ სამივე დღე ყველა აწყობის დროს, კოკისპირულად წვიმდა, ვჩერდებოდით და დღემდე ასე ძლივს მოვედით.
ჩემი უძილო დილა დაიწყო იმით, რომ მეხი დაეცა ჩვენს სასტუმროს და მასე გავიღვიძე! შემდეგ ყველა მეხის ჩამოვარდნაზე ნერვიულობისგან ვხტუნაობდი და დადგა საუნდჩექის დროც. ავედით, შევამოწმეთ ყველაფერი და უცებ ისეთი შტორმი დაიწყო და სამივე მხრიდან სცენაზე წვიმა ასხამდა, პირველად ვნახეთ, აგვიფეთქდა მთელი ნაშრომი ტექნიკა ( გადავრჩით, რომ არავინ არ დაამიწა ადგილზე) და ყოველ სიმღერაზე გასწორებული შუქი, წყალმა წაიღო…  🙂
ყველაფერი რომ განადგურდა, ცა მოიწმინდა და ვითომ არაფერი არ მომხდარა.  ხო, კიდე სცენაც მიწაში ჩავიდა, ისეთი ხდებოდა  😂)
რომ გამოიდარა, ნელნელა ხალხმა დაიწყო მოსვლა და მივხვდით, რომ ის ორი დინამიკი, რაც ბართან იდგა და სამი ნათურა რაც ეკიდა … მანდ თუ არ ჩავატარებთ კონცერტს, დარხეული გვაქვს  😂 ❤️
არ ვიცი, ჯეოვოისის ბიჭებს მადლობა როგორ გადავუხადო, სამი დღე რომ იმ წვიმაში, მუდმივ რეჟიმში არ ეძინათ და შეაკლეს თავი, ეს ყველაფერი შიდა უპატარავეს სცენაზე როგორ ააწყვეს და გვაჯი მართლა რომ გენიოსია, იმ აპარატურაზე საუნდ ჩეკის გარეშე როგორ დააყენა ხმა, მაგრამ ფაქტია…

კონცერტი ისე ჩატარდა , ყველა ბედნიერი იყო! არც სცენაზე არც სექტორში, გასანძრევი ადგილი არ იყო, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულში მაგას ერქვა. საოცარი და დაუვიწყარი დრო გავატარეთ.
მადლობებს აღარ დავიწყებ, ეგ გასაგებია სექტორიდან და მათი სტაფიდან დაწყებული, ჯეოვოისის ბიჭებით (ჩემი უსაყვარლესი ძმები!) ჩვენი მუსიკოსებით და მომღერლებით და ყველაზე მთავარი იმ ულამაზესი ხალხით, რომლებმაც დაიკიდეს ფორსმაჟორი და აქეთ მაგულავეს….

ერთი ბრძნული დასკვნა გამოვიტანე: როგორც მეკიდა მთელი ცხოვრება ჩემი დაბადების დღე, ისე უნდა მეკიდოს მუდამ! და არც არასდროს არ უნდა აღვნიშნო ( რამდენჯერაც ვცადე, მივხვდი, რომ ჩემი არ არის) უბრალოდ ძალიან იღბლიანი ვარ და ამჯერადაც გადავრჩი. ერთი დადებითი აქვს, თქვენგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვღებულობ. თორემ სულ ვიცოდი რომ არაფერი განსაკუთრებული არ ვარ, ჩემს დაბადებას რომ აღვნიშნავდე. ერთი ჩვეულებრივი, უზომოდ ბედნიერი ადამიანი ვარ! დიდი მადლობა!  “