იტალიის პრემიერმა „მშობელი 1“ და „მშობელი 2” შეცვალა სიტყვებით ,,დედა” და ,,მამა”

იტალიის პრემიერმა „მშობელი 1“ და „მშობელი 2” შეცვალა სიტყვებით ,,დედა” და ,,მამა”იტალიის ვიცეპრემიერმა მატეო სალვინიმ შს სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა.
-გასულ კვირას მითხრეს, რომ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ ანკეტებში, რომელთა შევსება საჭიროა ელექტრონული პირადობის მოწმობის მისაღებად, „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები იყო მითითებული. დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება, შეეცვალათ „მამით“ და „დედით“, – განაცხადა ვიცეპრემირემა.
მისი განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ,,ბუნებრივი ოჯახი დაიცვას, რომელიც კაცისა და ქალის კავშირს ეფუძნება“.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში განმარტება „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ ოფიციალურ დოკუმენტებში ჰომოსექსუალი წყვილების ბავშვების რეგისტრირებისთვის გაჩნდა.

ინტერპრესნიუსი