29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენ

29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენსა­უ­დის არა­ბეთ­ში აქ­ტი­ვისტ ქალს სა­ჯა­როდ თა­ვის მოკ­ვე­თა ემუქ­რე­ბა. მას ში­ი­ტე­ბის მიერ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. თუ 29 წლის ის­რაა ალ-გომ­გამს სიკ­ვდილს მი­უს­ჯი­ან, ის პირ­ვე­ლი ქალი აქ­ტი­ვის­ტი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­ულ სა­მე­ფო­ში თავს მოჰ­კვე­თენ.

CNN ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Human Rights Watch-ისა და გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­უ­დე­ლი აქ­ტი­ვის­ტის ალი ადუ­ბი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ის­რაა და მისი ქმა­რი იმ ხუთ შიიტ აქ­ტი­ვისტს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­საც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო დას­ჯი­ან – აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი 2 მი­ლი­ო­ნი ში­ი­ტი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბის გაზ­რდას ითხოვ­დნენ.

ალი და­უ­ბი­სი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბულ აქ­ტი­ვის­ტებს რამ­დე­ნი­მე ბრა­ლი აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი – საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გარ­და, მათ ტე­რო­რის­ტულ ჯგუფ­ში გა­ერთიანებაშიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

თუმ­ცა, Human Rights Watch აცხა­დებს, რომ მათ მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ტი­ვიზ­მის­თვის ასა­მარ­თლე­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ალ-გომ­გა­მის­თვის, მისი ქმრის­თვის და კი­დევ სამი მა­მა­კა­ცის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხოვს. სა­უ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­სავ­ლურ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

„სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი ისე­თი აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის, რო­გო­რიც ის­რაა ალ-გომ­გა­მია, რო­მელ­საც ძა­ლა­დო­ბაც კი არ ბრალ­დე­ბა, კი­დევ უფრო სა­ზა­რე­ლია,“ – ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Human Rights Watch წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სარა ლეა უიტ­სო­ნი.

Newsweek წერს, რომ სა­ბო­ლოო პრო­ცე­სი აქ­ტი­ვის­ტე­ბის საქ­მე­ზე 28 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. თუ სა­სა­მარ­თლო სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, გან­ჩი­ნე­ბას ხელს მეფე სალ­მა­ნი მო­ა­წერს და ის­რა­ას ქმარ­თან და სამ აქ­ტი­ვის­ტთან ერ­თად თავს მოჰ­კვე­თენ.

ამბები.ჯი