17 ქართველ მეზღვაურს ეძებენ

17 ქართველ მეზღვაურს ეძებენდაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ხომალდი Pantelena IMO 9321469 ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას.

-გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან.

საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი – UKMTO, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოში.

გემთან კავშირი 14 აგვისტოს შეწყდა.