შტორმი და ღვარცოფები – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

შტორმი და ღვარცოფები - როდემდე გაგრძელდება უამინდობაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

უამინდობა საქართველოში 12 აგვისტომდე გაგრძელდება.