ქართველისა და მილიონერი ამერიკელის ქორწილის თამადა ზალიკო ბერგერი იყო – ბომონდი კახეთში

ქართველისა და მილიონერი ამერიკელის ქორწილის თამადა ზალიკო ბერგერი იყო - ბომონდი კახეთშიქეთი ქართველიშვილმა და ამერიკელმა ჯეიმ ვალტმანმა ქორწილი გადაიხადეს კახეთში, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. სტუმრებს შორის იყვნენ ლელა კილაძე, სოფია ნიჟარაძე, ლელა წურწუმია და სხვები.

როგორც ,,რეიტინგი” წერს, ქართველმა პატარზალმა საკუთარ ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოაწყო.

ხელის მოწერის ცერემონიალი ღია ცის ქვეშ შედგა, შემდეგ სტუმრებმა ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს. დარბაზში ჯერ ქართული ნაციონალური ცეკვები ქართველისა და მილიონერი ამერიკელის ქორწილის თამადა ზალიკო ბერგერი იყო - ბომონდი კახეთშიშესრულდა, შემდეგ კი ქართული ესტრადის სახეებმა  იმღერეს.

ქეთი ქართველიშვილი მრავალი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მომავალი მეუღლეც სწორედ იქ გაიცნო. როგორც ,,რეიტინგს” წყვილის მეგობარმა განუცხადა, ჯეიმს ვალტმანი მილიონერია, რომელიც საქართველოში ქორწილის გადახდას სიამოვნებით დათანხმდა.

სუფრის თამადა დიზაინერი და შოუმენი ზალიკო ბერგერი იყო.

ქეთი ქართველიშვილი ადრე იყო დაქორწინებული, თუმცა ეს ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა.

რეიტინგი