ტურისტები შველას ითხოვენ – თუშეთში მეწყერია

ტურისტები შველას ითხოვენ - თუშეთში მეწყერიამეწყერი თუშეთში – თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილზე ტურისტები არიან ჩარჩენილი. ისინი “კურიერთან” დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა მათი კავშირი ეტაპობრივად წყდება. ტურისტები  შველას ითხოვენ.

მათი თქმით, ადგილზე ღამის 4 საათიდან იმყოფებიან და მეწყერის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება. მათი თქმით, სამუშაოები განახლდა გამთენიისას და ამ დროისთვის ქვათა ცვენის გამო შეფერხებულია გადაადგილება სამ სხვადასხვა მონაკვეთზე და გზა მალე გაიხსნება.

რუსთავი 2