“სიკვდილო მეცეკვე, რომ სიცოცხლემ ტაში დაგვიკრას” – რას წერდა 16 წლის ნატა ბოლქვაძე სიკვდილამდე 2 დღით ადრე

"სიკვდილო მეცეკვე, რომ სიცოცხლემ ტაში დაგვიკრას" - რას წერდა 16 წლის ნატა ბოლქვაძე სიკვდილამდე 2 დღით ადრე“სიკვდილო მეცეკვე, რომ სიცოცხლემ ტაში დაგვიკრას” –  ეს სტატუსი სოციალურ ქსელში 16 წლის ნატა ბოლქვაძემ თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე, 13 აგვისტოს, დაწერა. 15 აგვისტოს კი გოგონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ამ დრომდე უცნობია თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს, იმ ახალ ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ, რომელიც “ლურჯი ვეშაპის” შემდეგ გაჩნდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც გარდაცვლილი გოგონას ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, მან თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 14 აგვისტოს, დედას დაბადების დღე მიულოცა და მისალოცი წერილიც გამოუქვეყნა:

“დედიი 😍 😍ჩემო დაუღალავო ❤️ ❤️ჩემო სულ მომღიმარო 💖 ❤️ჩემო პოზიტიურო დედი ❤️ ❤️გილოცავ დაბადების დღეს 🎂 🍷 🍾 🍾 🎉 🎉 🎈პირველ რიგში ჯამრთელობას 🤗 😍სიხარულს 💖 💖ბედნიერებას 💖 💖და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად  😍 😍შემდეგ კი რაც ყველაზე მთავარია 🤗 🤗ჩემს გაძლებას 😁 🤗 😍 😍შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე 💖 💖ქალი! რომელიც სულ იმედით სავსეა 💖 💖და ქალი! რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება დაა სიამაყეა ჩემთვის 💖 💖ვიცი საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს 💖 💖და სიყვარულს რომელსააც დღემდეე გამოყოფ ჩემს მიმართ 💖ვიცი ხშირად გაბრაზებ 💖 💖მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში 💖 💖…. მინდაა ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს 💖თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე ❤️სითბო 💖 ❤️და სიყვარული 💖 💖ღმერთმაა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი 💖 💖დედი ყველაზეე მეტად მიყვარხარ 💖 💖დაა ყველაზე ბედნიერი ვარ ამ ქვეყნად რომ არსებობ 💖!”

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ რთული წარმოსადგენია, რომ გოგონამ მეორე დღეს თავი მოიკლა.