საქართველოს მოქალაქემ თავისი ორგანოებით 5 ადამიანი გადაარჩინა

საქართველოს მოქალაქემ თავისი ორგანოებით 5 ადამიანი გადაარჩინათურქეთში გარდაცვლილმა 24 წლის საქართველოს მოქალაქემ თავისი ორგანოების გადანერგვით თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა. ამის შესახებ პროფესორი გია თომაძე საუბრობს.

-23-25 ივლისს, სტამბოლის ორგანოთა ტრანსპლანტაციასა და დონაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სემინარი ჩატარდა, რომელზეც ლექტორის სტატუსით ვიყავი მიწვეული.

მკითხეს, რატომ არ ხდება საქართველოში გვამური დონაციაო. ვუთხარი, ერთ-ერთი პრობლემა ფინანსებია, მეორე კი მოსახლეობის განწყობა-მეთქი. ამის შემდეგ შეკითხვის ავტორმა მამცნო, რომ აპრილში თურქეთში ავტოავარიის შედეგად 24 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილა (ვინაობის გამხელა არ შეიძლება. დონორის ახლობლები და რეციპიენტი ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ, სხვადასხვა მოსაზრების გამო).

მისი გარდაცვალება თავის ტვინის სიკვდილმა გამოიწვია, ამ შემთხვევაში კი გულისცემა გარკვეული ხნით შენარჩუნებულია და თავის ტვინის გარდა, სისხლი სხვა ორგანოებს მიეწოდება.

შესაბამისად, გადასანერგად უფრო ვარგისია, ვიდრე გულისცემაშეწყვეტილი ადამიანისგან ამოღებული ორგანოები.

თურქული კლინიკა დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს საქართველოში და სტამბოლში მიიწვია.

თავდაპირველად ოჯახის წევრებმა გვამურ დონაციაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მას მერე, რაც  მათ აუხსნეს, რომ თანხმობის შემთხვევაში ხუთ ადამიანს შეუნარჩუნებდნენ სიცოცხლეს, დათანხმდნენ. შედეგად თურქეთის ხუთ მოქალაქეს გადაენერგა საქართველოს მოქალაქის გული, ფილტვი ორი თირკმელი და ღვიძლი.

საქართველოში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთაც გაცხადებული აქვთ, რომ სიკვდილის შემთხვევაში თანახმა არიან, მათი ორგანოები გამოიყენონ გადასანერგად, თუმცა ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ოჯახის წევრების მისაღებია, – აცხადებს პროფესორი გია თომაძე.

კვირის პალიტრა