სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილი ყაზბეგში – ,,სალომე ძალიან ბედნიერია” – ვიდეო

სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილი ყაზბეგში - ,,სალომე ძალიან ბედნიერია” - ვიდეოგუ­შინ ყაზ­ბეგ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვა­ჟის ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ფრან­გი სტუ­მა­რი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ეს­წრე­ბო­დნენ.

ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა. ასე­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ, ეკა ჭი­ჭი­ნა­ძემ. იგი ქორ­წი­ლით აღფრთოვანებულია.

– ქორ­წი­ლი იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მხი­ა­რუ­ლი, ქარ­თუ­ლი წე­სე­ბით. ფრან­გე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლები იყ­ვნენ სა­ქა­რთ­ვე­ლოს ბუ­ნე­ბით და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი! ჩო­ხე­ბი ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­დათ!

სა­ლო­მე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლია! პა­ტარ­ძა­ლი – კონ­სტანსა, ფრანგი ფრან­გია, – ასე ეძახ­და ნამ­დვილ ფ­რან­გებს ხუმ­რო­ბით სა­ლო­მეს დედა, ქალ­ბა­ტო­ნი  ზე­ი­ნაბ კე­­დია…

სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილი ყაზბეგში - ,,სალომე ძალიან ბედნიერია” - ვიდეოწყვილ­მა ჯვა­რი ყაზ­ბეგ­ში, გერ­გეთ­ის სამებაში და­ი­წე­რა. პა­რი­ზელ­მა და ქარ­თველ­მა მოძღვრებმა და­წე­რეს ჯვა­რი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს შვი­ლე­ბი – ქალ-ვაჟი, ქე­თე­ვან და თე­მურ გურ­ჯის­ტა­ნე­ბი, საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­დნენ. იქ, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და მათი დედა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში. ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს შვი­ლე­ბი პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან შე­ე­ძი­ნა. ისი­ნი გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ ქარ­თუ­ლად.

-მყავს ვაჟი თე­მუ­რი და გო­გო­ნა ქე­თე­ვა­ნი. თე­მუ­რიც დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზას გაჰ­ყვა. ნიუ იორკში ცხოვ­რობს და გა­ე­რო-ს მი­სი­ა­ში მუ­შა­ობს. ქა­ლიშ­ვილ­მა კი ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა – პა­რიზ­ში, ფრან­გულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორე­ნო­ვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თვის სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებს და სპორ­ტუ­ლი ნა­წი­ლის წამ­ყვა­ნია, – ამ­ბობს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მშობლები.ჯი

ფრანგები ჩოხებით 👌🏻

Gepostet von Eka Chichinadze am Samstag, 4. August 2018