რუსი “ვაგნერები” აფრიკულ მაღაროებში და “ზღაპარი კრეტინებისთვის” – რას უკავშირდება აფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა

რუსი "ვაგნერები" აფრიკულ მაღაროებში და "ზღაპარი კრეტინებისთვის" - რას უკავშირდება აფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობარუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია აფ­რი­კა­ში მოკ­ლულ სამ ჟურ­ნა­ლისტზე სა­უბ­რი­სას კვლავ “ძარ­ცვის” ვერ­სი­ას აპი­ა­რებს და სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ვაგ­ნე­რის” შე­სა­ხებ სი­ტყვა­საც არ ძრა­ვენ.

არა­და, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ორ­ხან ჯე­მა­ლი, ალექ­სან­დრ რას­ტორ­გუ­ე­ვი და კი­რილ რად­ჩენ­კო ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში სწო­რედ ამ სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­სა­შუ­ქებ­ლად ჩაფ­რინ­დნენ…

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი “ის­ლა­მუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის” წევ­რებ­მა მოკ­ლეს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს რა­დი­ო­სად­გურ Говорит Москва -ს რე­დაქ­ტორს სერ­გეი დო­რენ­კოს, რო­მე­ლიც ამ და ძარ­ცვის ვერ­სი­ას “კრე­ტი­ნე­ბის­თვის და­წე­რილ ზღა­პარს” უწო­დებს.

“ვაგ­ნე­რის” აფ­რი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ დუმს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია. არა­და, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მივ­ლი­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ებ­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბა იყო. ამას­თან, ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იღებ­დნენ ფილ­მს “ვაგ­ნე­რის” რი­გებ­ში მებ­რძოლ და­ქი­რა­ვე­ბულ რუ­სებ­ზე, “უაზ­რო­ბად” მი­აჩ­ნია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც…
ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ორ­ხან ჯე­მა­ლის, ოპე­რა­ტო­რის კი­რილ რად­ჩენ­კო­სა და რე­ჟი­სო­რის ალექ­სან­დრ რას­ტორ­გუ­ე­ვის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი აფ­რი­კა­ში მყო­ფი “ვაგ­ნე­რე­ბის” საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ისი­ნი ამ პრო­ექ­ტზე სა­ა­გენ­ტო “გა­მო­ძი­ე­ბა­თა სამ­მარ­თვე­ლოს ცენ­ტრთან” ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ. პრო­ექტს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მთა­ვა­რი მე­ტო­ქე და ოლი­გარ­ქი მი­ხა­ილ ხო­დორ­კოვ­სკი აფი­ნან­სებ­და.

ამა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ავ­ტო­რო­ბით ცენ­ტრმა არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა გა­ა­კე­თა, მათ შო­რის იგი­ვე “ვაგ­ნე­რე­ბის” სი­რი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა და იქ და­ღუ­პულ­თა ჩუ­მად და­მარ­ხვის საქ­მე”, რო­მელ­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

სამ­ხედ­რო ექ­სპერტთა კლუბ Conflict Intelligence Team-ის წევრთა ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი აფ­რი­კის ცენ­ტრა­ლურ რეს­პუბ­ლი­კა­ში გაგ­ზავ­ნეს, რათა ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცია “ვაგ­ნერ­ზე” მა­შინ არა­ფე­რი თქმუ­ლა.

საქ­მე ის არის, რომ “სამ­ხედ­რო პი­რებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის” მიღ­მა სწო­რედ “ვაგ­ნე­რე­ბი” იმა­ლე­ბოდ­ნენ… ამას­თან, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ჩა­სუ­ლი “ვაგ­ნე­რე­ბი” სრუ­ლი­ად სხვა საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­დნენ, ისი­ნი შემ­ჩნე­უ­ლი იყ­ვნენ კაგა-ბან­დო­როს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, რო­მე­ლიც მუს­ლი­მუ­რი კო­ა­ლი­ცია “სე­ლე­კას” კონ­ტრო­ლის ქვეშ არის. კაგა-ბან­დო­რო­დან არც ისე შორს, არ­სე­ბობს ალ­მა­სის მა­ღა­რო, რო­მე­ლიც “ვაგ­ნე­რე­ბის” ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი იყო, თუმ­ცა – არა პი­რა­დი…

უფრო ადრე, მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში, ალ­მა­სის მა­ღა­რო­ე­ბის მი­მართ რუ­სე­თის და­უ­ცხრო­მელ ინ­ტე­რეს­ზე წერ­და ფრან­გი პო­ლი­ტო­ლო­გი ფრან­სუა დიდე. მისი ცნო­ბით რუ­სებ­მა ად­გი­ლობ­რივ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ალ­მა­სის მა­ღა­რო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას აკონ­ტრო­ლებ­დნენ, გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით, ერ­თობ­ლივ მუ­შა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბებ­საც მი­აღ­წი­ეს…

შემ­დეგ, მათ შო­რის “აზ­რთა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა” მოხ­და და რუ­სებს პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბა მო­უხ­დათ, რა­საც არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ… რო­გორც ჩანს, ბოლო თვე­ებ­ში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

რა რა­ო­დე­ნო­ბით “ვაგ­ნე­რი” იმ­ყო­ფე­ბა ამ­ჟა­მად ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში და კი­დევ რა კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი აქვთ მათ, ეს კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას, ალ­ბათ კი­დევ შე­ე­წი­რე­ბა სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ცო­ცხლე, რად­გან რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის ხე­ლო­სუფ­ლე­ბა ამას სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს…

“ის, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძარ­ცვის მო­ტი­ვით მოკ­ლეს, არის ზღა­პა­რი კრე­ტი­ნე­ბის­თვის” – წერს Говорит Москва -ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი სერ­გეი დო­რენ­კო, რო­მე­ლიც აფ­რი­კა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მძღო­ლი გა­დარ­ჩა და ის მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­ზე ისა­უბ­რებს. მი­სი­ვე თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, აფ­რი­კა­ში ვი­დე­ო­კა­მე­რის­თვის მოკ­ლან უცხო­ე­ლი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვის­თვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით “გან­ძია”, რად­გან უცხო­ე­ლე­ბით ვაჭ­რო­ბა მათ ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოს­დით.

“3 უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია და ვინ­მე მარ­თლა ფიქ­რობს, რომ აფ­რი­კე­ლე­ბი მათ კა­მე­რე­ბის გამო და­ხო­ცავდ­ნენ?..”- კი­თხვას სვამს დო­რენ­კო.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ვერ­სი­ას, თით­ქოს, მათი მკვლე­ლე­ბი არა­ბულ ენა­ზე ყვი­როდ­ნენ, დო­რენ­კო ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის “არ­გუ­მენ­ტ­ზე” კა­მა­თი დრო­ის კარ­გვაა…

ამბები