რის გამო სთხოვს პატიებას ეკა ჩხეიძე შვილს

რის გამო სთხოვს პატიებას ეკა ჩხეიძე შვილს

SONY DSC

მსახიობ ეკა ჩხეიძეს წარმატებული თეატრალური კარიერა აქვს, რაც არცთუ უმნიშვნელო მსხვერპლს მოითხოვს – იძულებულია, ყურადღება მოაკლოს. თვლის, რომ შედეგი, რასაც მიაღწია, მთლიანად მისი დამსახურებაა და არა – ცნობილი მამის, რეჟისორ თემურ ჩხეიძის. მსახიობი ,,სარკეს: ესაუბრა.

– სახლში, შვილებთან როგორი ხართ?

– გაგიკვირდებათ და, სახლში მარტო ყოფნაც მიყვარს. იქ ჩემი სამყარო მაქვს. ყველაფერი ჩემს გემოზე მაქვს მოწყობილი, მყუდრო, კომფორტული გარემოა. მეგობრებიც რომ მოდიან, გრძნობენ ამ კომფორტს, კარგ განწყობას და სითბოს, რომელიც ჩემს სახლში სუფევს.

დროის სიმცირის გამო შინ იშვიათად ვარ. შვილებმა იციან, რომ მათი მშობლები ძალიან დაკავებულები არიან.  უმცროს შვილს ბოდიშიც მოვუხადე, მაპატიე, სულ არ ვარ სახლში და შენთვის დრო არასოდეს მაქვს-მეთქი. მიპასუხა, კარგია სამსახური რომ გაქვს. უარესი იქნებოდა, უსაქმოდ რომ ყოფილიყავიო.

რა თქმა უნდა, დედა უნდა, მაგრამ ასეთი ცხოვრების წესს მიეჩვია. ერთხელ სახლიდან რომ გამოვდიოდი, ვუთხარი, უცხოს კარი არ გაუღო-მეთქი. მკითხა, არც შენო.

– 25 წელზე მეტია ოჯახი გაქვთ. რა არის ამდენწლიანი ურთიერთობის საიდუმლო?

– ჩვენი ურთიერთობის მთელი “კაიფი” და საიდუმლო ის არის, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთმანეთის გარეშე. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას – თავისი. არასდროს მქონია კონფლიქტი, არც კი გვიკამათია. ძალიან რბილი და თბილი პიროვნებაა. შვილები გვაერთიანებენ.

თანაცხოვრებაში ვნება, ემოციები ისეთივე ფორმითაა შენარჩუნებული, როგორც შეყვარებულობის პერიოდში იყო?

– არ დაიჯეროთ.

– წლების შემდეგ ეს ყველაფერი ქრება?

– აბა, რა! ახლა ამას სათაურად ნუ დაწერთ.

– რაშია თქვენი სიძლიერე?

– სიძლიერე არის ის, რომ ძალიან დამოუკიდებელი ვარ. ისეთი ქმარი მყავს, რომ ძირითადი ის არის ოჯახში, ისე აკეთებს ყველაფერს, რომ მგონია, მე ვაკეთებ.

– თქვენი ხასიათის სუსტი წერტილი რა არის?

– სისუსტე ის არის, რომ არ შემიძლია რაღაცების დავიწყება. ვაპატიებ, მაგრამ ვერ ვივიწყებ. ადამიანი ერთხელ რომ მომატყუებს, მას ვეღარ ვენდობი.

– თავის მოვლა, ჩაცმა, ფორმაში ყოფნა – ამ ყველაფერს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

– ჩაცმის კომპლექსი არ მაქვს. მთავარია, წონაში არ მოვიმატო, ამას ვერ გადავიტან, არც ვარჯიში შემიძლია და არც დიეტა. ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ვჭამ ყველაფერს, თანაც გემრიელად, გვიან, საღამოს, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ.

ჩემი ასაკი ძალიან მომწონს, უფრო ქალური ვარ. ნაოჭიც უხდება სახეს. არ მიყვარს, გადატკიპინებულები რომ არიან. პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ არ მიყვარს, როცა ყველა ერთმანეთს ემსგავსება. ქალმა თავს უნდა მოუაროს, მოუწესრიგებელი არ უნდა ჰქონდეს კბილი, ფრჩხილი და თმა.

თქვენ პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიგიმართავთ?

– ჯერჯერობით პლასტიკური ქირურგისთვის არ მიმიმართავს, ჩემთვის ადრეა. მე რომ ახლა სახე გადავიჭიმო, ბარაბანივით ვიქნები. ვიკეთებ მხოლოდ მეზოთერაპიას და ბოტოქსს შუბლზე.

– თვითკრიტიკული ხართ?
რის გამო სთხოვს პატიებას ეკა ჩხეიძე შვილს დიახ. როგორი შემფასებელიც არის მამა, იგივენაირი შემფასებელი ვარ საკუთარი თავის მიმართ. რადგან მისი შვილი ვარ, ორმაგად მთხოვს. სცენაზე მისთვის რიგითი მსახიობი ვარ.

თავის სპექტაკლებში იშვიათად მაკავებს. ვცდილობ, მამაზე დამოკიდებული არ ვიყო, მინდა, დამოუკიდებლად მივაღწიო რაღაცებს. მამა, როგორც რეჟისორი, გასცემს ძალიან ბევრს და იმავეს ითხოვს მსახიობებისგან.

რითი ჰგავახართ მამას – თემურ ჩხეიძეს? რა ისწავლეთ მისგან?

– მასავით მომთხოვნი, კრიტიკული, ემოციური ვარ. ერთად არ ვცხოვრობთ და ვერ გეტყვით, ასაკში როგორი გახდა, მაგრამ, როგორც დედა მეუბნება, ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად, ის, რომ სცენაზე მართალი უნდა ვიყო, მაყურებელი უნდა დავაჯერო იმაში, რასაც ვაკეთებ.

ბუნებით პასიური ვარ, მგონია, რაც მეკუთვნის, ის მოვა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევთავაზო საკუთარი თავი რეჟისორს. ხელი არავის წაუკრია ჩემთვის, ჩემით გავძვერი და გავიტანე.

შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ მამაჩემის სახელით ვსარგებლობ, მაგრამ არამც და არამც! მამა 10 წელიწადში ერთხელ თუ დამაკავებს თავის სპექტაკლებში. ნათქვამი აქვს, თუ არსებობს შენსა და მეორე მსახიობს შორის ალტერნატიული არჩევანის საშუალება, აუცილებლად ავირჩევ სხვასო.

თავის დროზე შეიძლებოდა ეს მწყინდა. მითქვამს, მეც ხომ შემეძლო ამის თამაში-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგად მოიქცა.

ლანა კიკნაძე, სარკე