რიონში გადამხტარი კაცი ჯარისკაცმა გადაარჩინა

რიონში გადამხტარი კაცი ჯარისკაცმა გადაარჩინასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში ქართველი ჯარისკაცის გმირობაზე წერს:

,,ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა.

ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რომ მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩიძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!”.