,,მიჭირს სუნთქვა, სიარული, ორგანიზმი თავისას შვება” – ალა პუგაჩოვა საცხოვრებლად ევროპაში გადადის

,,მიჭირს სუნთქვა, სიარული, ორგანიზმი თავისას შვება" - ალა პუგაჩოვა საცხოვრებლად ევროპაში გადადისრუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა ევროპაში ბინადრობის საბუთის ასაღებად გაემგზავრა. ოჯახის ახლობლის თქმით, მომღერალი რუსეთიდან ევროპაში გადასახლებას აპირებს.

-ალა და გალკინი ევროპაში გაემგზავრნენ ბოლო საკითხების მოსაგვარებლად, რომ ბინადრობის უფლება მიიღონ. საბუთებისთვის აუცილებელი გახდა, რომ მთელი ოჯახი იქ ყოფილიყო, ამიტომ შვილებიც წაიყვანეს, – უამბო დნი.რუ-ს ოჯახის ახლობელმა.

რამდენიმე თვის წინ მომღერალმა თავის ასაკზეც ისაუბრა.

-ორგანიზმი თავისას შვება. მიჭირს სუნთქვა, მიჭირს სიარული, მაგრამ მე ისევ ცოცხალი ვარ და ვალდებული ვარ, ვიცოცხლო ცემი ქმრისა და პატარა შვილების გამო, – განაცხადა ალა პუგაჩოვამ რუსულ მედიასთან.

69 წლის ალას და 42 წლის გალკინის შვილები,  ელიზავეტა და ჰარი არასრულწლოვნები არიან.  ალას უფროსი შვილი ქრისტინა ორბაკაიტე კი 47 წლის არის.