,,მატარებელში ,,პლანს” უსირცხვილოდ ეწევიან”

,,მატარებელში ,,პლანს" უსირცხვილოდ ეწევიან"ნინო ჯანაშია ფეისბუქში წერს იმაზე, რასაც თავად შეესწრო მატარებელში.

,,არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ აუცილებლად უნდა დავწერო! თბილისის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით ვმგზავრობ, აქოთებულია ვაგონი „პლანის“ სურნელით… უსირცხვილოდ ეწევიან, თან უკვე ალბათ „მოქმედებს“ და კვდებიან სიცილით: სანამ ჩავალთ, კიდევ ერთხელ მოვასწრებთო…
პ.ს. ვაგონი სავსეა პატარა ბავშვებით”, – დაწერა ნინო ჯანაშიამ. მას კომენტარებში ასე ეხმაურებიან:

,,დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევა არაკანონიერია და პლანის არა?”, ,,ძალიან მარტივი ასახსნელია – ნარკოლეგალიზაცია სწორედ მომავალი თაობების მოსაწამლად გადადგმული ნაბიჯია”, ,,მატარებელში არ ვიცი ნამდვილდ, რა ხდება, მაგრამ ერთ საღამოს აგარაკზე ფანჯრები ჩავრაზეთ, რომ დაგვეძინა, ისეთი საშინელი პლანის კვამლით გაგვავსეს მეზობელი ეზოდან, კინაღამ გაგვგუდეს”.