,,მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ბაგრატიონს წარადგენს”

,,მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ბაგრატიონს წარადგენს”ფეისბუქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს.

ბაგრატიონი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო მარგველაშვილის პროტოკოლის უფროსი და ერთ-ერთი მსხვილის რესტორნის მენეჯერი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატიონი ირაკლი ალასანიას გუნდის ყოფილი წევრი და მაია ფანჯიკიძის ახლო ნათესავია. მარგველაშვილი მის კანდიდატურას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარადგენს.

ამ ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქგვერდი ,,ვინ გვესაუბრება?”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა ნინო გვენეტაძე. მან ამის მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა.