მამა პეტრე: ,,არ იცოდით, რომ ზუზუს ღიმილის უკან ტრაგიზმიც იმალებოდა?!”

მამა პეტრე: ,,არ იცოდით, რომ ზუზუს ღიმილის უკან ტრაგიზმიც იმალებოდა?!"მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ზუზუ ბეჟაშვილზე წერს, რომ საზოგადოების გულგრილობამ გაწირა მსახიობი.

,,ზუზუ ცოცხალი რომ იყოს, ამას არასდროს გავაკეთებდი… ახლა რა აზრი აქვს?! კი, ძალიან დიდი აზრი აქვს, რადგან ჩვენ გარშემო უამრავი ზუზუა. მომავალში მაინც რომ არ დავუშვათ იგივე შეცდომა, ამისთვის ვაკეთებთ.

თუ ადამიანს ძალიან უჭირს, თხოვნის და ვედრების გარეშეც შეიძლება ხელი გავუწოდოთ. აუცილებელია, მიწაზე იფორთხოს და ისე შეგვეხვეწოს, პური მაჭამეო?! ,,სვეტსკებო”, სინამდვილეში ყველაზე გოიმებო, ვინც ყველაზე მეტს ხუმრობს და სიცილით კვდება, მას ყველაზე მეტად უჭირს. ეკრანზე და წვეულებებზე გამოჩენა არ ნიშნავს აწყობილ ფსიქიკას და ცხოვრებას.

თვითმკვლელობა სოციუმიდან მოდის. მასში ყველა ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას. ახლა ღვარეთ ნიანგის ცრემლები. არ იცოდით, რომ ზუზუს ღიმილის უკან პიროვნული ტრაგიზმიც იმალებოდა?! მას ადამიანური ნუგეში სჭირდებოდა ყველაზე მეტად. გულგრილობამ მიიყვანა აქამდე.
მაშინ ვუშველე, მაგრამ საბოლოოდ ვეღარ… შველა ვეღარ შევძელი(თ)”, – დაწერა მამა პეტრემ.