მაკა რაზმაძე: ,,ზუზუ ასე წავიდა ,,სხვა ქვეყანაში…”

მაკა რაზმაძე: ,,ზუზუ  ასე წავიდა ,,სხვა ქვეყანაში..."ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე და მსახიობი ზაზა ბეჯაშვილი, იგივე ზუზუ დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. მაკა სოციალურ ქსელში 4 წლის წინანდელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსახიობზე წერს:

,,2014 წელს დავწერე ეს სტატუსი ზუზუზე და ზუსტად ასეა ახლაც… ასე იყო და ასე წავიდა ,,სხვა ქვეყანაში”…
-ზუზუ ბეჟაშვილმა მაგარი რაღაც თქვა ახლა ტელევიზორში – ,,ახლა არ მაქვს სამუშაო. ხშირად მეუბნებიან, რომ ვარ ძალიან ნიჭიერი და აქ რა მინდა, წავიდე საზღვარგარეთ. ჰოდა, თუ ასე თვლიან ეს ადამიანები, რომ ვარ ძალიან ნიჭიერი – ჯერ ხომ აქ ვარ?!”

ყოჩაღ, ზუზუ! ეს არის ჩვენი ქვეყნის ზუსტი ასახვა,ზუსტი დახასიათება! ის ადამიანები გაქებენ და გირჩევენ, წახვიდე საკუთარი ქვეყნიდან ამ სიკარგის გამო, ვისაც თვითონ თავისუფლად შეუძლიათ დაგეხმარონ იმაში, რომ აქ შეცვალო ეს შენი ,,წასასვლელი” ცხოვრება…
ზუსტად ეს გვჭირს მთელ ქვეყანას…”