,,მათ კარი ვერ გააღეს და დაიწვნენ” – რას ყვებიან საბერძნეთის ტრაგედიაზე – ვიდეო

,,მათ კარი ვერ გააღეს და დაიწვნენ" - რას ყვებიან საბერძნეთის ტრაგედიაზე - ვიდეომატის ხანძარს გადარჩენილი მოსახლეობა ერთმანეთზე უფრო სულისშემძვრელ ისტორიებს იხსენებს, თუ როგორ დააღწიეს თავი მომაკვდინებელ ცეცხლს. ერთ-ერთი ქალი ყვება 26 ადამიანზეც, რომლებიც ერთად დაიწვნებ, რადგან სანაპიროსთან ჩაიკეტნენ.

-ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ზღვისკენ არ არის ჩასასვლელი. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ იქ იყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც პატარა კარი აქვს. მათ ეს კარი ალბათ ვერ დაინახეს. ამის დრო არ ჰქონდათ.

ჩვენ კარი გავაღეთ და ბევრი ადამიანი წავიდა ამ გზით ზღვისკენ, მაგრამ იმ 26 ადამიანისთვის უკვე გვიანი იყო.

ცეცხლი ჩემ უკან სამი მეტრის დაშორებით იყო. მუდმივად უნდა ჩაგეყვინთა, რომ ცეცხლი თავზე არ მოგდებოდა. როგორც ხედავთ, წყალში გადავხტი. შიგნით ჩავხტი, ფეხსაცმელიც კი არ მაქვს, – ამბობს ქალი.

გეორგიანს.გრ