თემურ ბაბლუანი: ,,სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს”

თემურ ბაბლუანი: ,,სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს"რეჟისორი თემურ ბაბლუანი სალომე ზურაბიშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის წევრია.

მან პრეზიდენტობის კანდიდატის  ოჯახსა და მის დიპლომატიურ გამოცდილებას გაუსვა ხაზი.

-სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს. ის პატრიოტი ოჯახიდან არის. ოჯახი ძალიან ბევრს განაპირობებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფასეულობაა, რომ ვარ ქართველი, ამაზე ძვირფასი არაფერი მაქვს და რაც უკეთესი იქნება ჩემი ქართველობისთვის, იმის მხარეზე ვიქნები.

გარდა ამისა, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი და ეს უბრალო რამ არ არის, ასევე ამ უზარმაზარი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ძალიან დიდ მისიებში.  ეს არის გამოცდილება, ე.ი. იცი, ვის როგორ უნდა დაელაპარაკო, – განაცხადა თემურ ბაბლუანმა და აღნიშნა, რომ უკეთეს არჩევანს ვერ ხედავს.

პირველი არხი