„თავს გაუპატიურებლად ვგრძნობდი, ჯერ ტანსაცმელი დამიჭრეს, მერე მუცელში ეკლებს მირჭობდნენ” – ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რა შეუძლიათ ადამიანებს

„თავს გაუპატიურებლად ვგრძნობდი, ჯერ ტანსაცმელი დამიჭრეს, მერე მუცელში ეკლებს მირჭობდნენ" - ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რა შეუძლიათ ადამიანებს ადამიანებს უფლება მივეცი მომქცეოდნენ ისე, როგორც მათ სურდათ და ექვს საათში ჯოჯოხეთი დაიწყო! – წერს უცნაურ ექსპერიმენტზე მარინა აბრამოვიჩი.
სერბმა მარინა აბრამოვიჩმა 40 წლის წინ ჩაატარა ექპერიმენტი.
იდეა საკმაოდ მარტივი იყო: აბრამოვიჩი ექვსი საათის მანძილზე გაუნძრევლად იდგა დარბაზის ცენტრში, მსურველებს კი მაგიდაზე გამოფენილი 72 ნივთის და აბრამოვიჩის სხეულის „გამოყენებით“ იმას გაკეთება შეეძლოთ, რასაც მოისურვებდნენ.

„თავს გაუპატიურებლად ვგრძნობდი, ჯერ ტანსაცმელი დამიჭრეს, მერე მუცელში ეკლებს მირჭობდნენ" - ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რა შეუძლიათ ადამიანებსშოუ პატარა დაფაზე დაწერილი ინსტრუქციით გაიმართა – ინსტრუქცია: მაგიდაზე 72 ნივთი დევს, რომელიც ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოისურვებთ. პერფორმანსი: მე – ნივთი ვარ და საკუთარ თავზე ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას. შოუს ხანგრძლიობა: 6 საათი.

ნივთები ორ – „სიამოვნების“ და „ნგრევის“ ჯგუფებში გადანაწილდა. პირველმა ე.წ. მსუბუქმა ჯგუფში სხვა ნივთებთან ერთად ბუმბული და ყვავილები, სახიფათომ – დანა, სამართებელი და დატენილი პისტოლეტი გააერთიანა.

მომხდარმა ყველაზე საშინელ მოლოდინსაც გადააჭარბა.

არტ-კრიტიკოსი ტომას მაკევილეი, რომელიც აქციას ესწრებოდა მოგვიანებით
იხსენებდა:

„ყველაფერი მსუბუქად დაიწყო. ვიღაცამ მხოლოდ შეაბრუნა აბრამოვიჩი, ვიღაცამ ხელი აუწია, ვიღაც კი ინტიმურ ადგილებზე შეეხო, მერე სიტუაცია საგრძნობლად დამძიმდა.

„თავს გაუპატიურებლად ვგრძნობდი, ჯერ ტანსაცმელი დამიჭრეს, მერე მუცელში ეკლებს მირჭობდნენ" - ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რა შეუძლიათ ადამიანებსსამი საათის შემდეგ სამართებლით ტანსაცმელი გაუჭრეს, ოთხ საათში კი, მის კანსაც შეახეს და აბრამოჩი სექსუალური ძალადობისთვის მოემზადა. ის ისე იყო გატაცებული იდეით, რომ ალბათ გაუპატიურების ან მოკვლის საფრთხის წინაშეც არავის გაუწევდა წინააღმდეგობას“.

ბოლო ორი საათი ყველაზე კოშმარული აღმოჩნდა, რადგან აბრამოვიჩს აიძულეს, საკუთარი თავისკენ მიეშვირა დატენილი პისტოლეტი.

ბევრად შემზარავად ჟღერს თავად აბრამოვიჩის მონაყოლი:

„თავს გაუპატიურებლად ვგრძნობდი. ჯერ ტანსაცმელი დამიჭრეს, მერე მუცელში ვარდის ეკლებს მირჭობდნენ, ბოლოს კი პისტოლეტი მიმადებინეს თავზე“.

ექვსი საათის შემდეგ აბრამოვიჩმა შოუს მონაწილეებს შორის გაიარა, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ თვალის მორიდებას. აბრამოვიჩის განცხადებით, არავის  სურდა მასთან კონფლიქტი და, მით უმეტეს, არ უნდოდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ადამიანები ცდილობდნენ დაევიწყებინათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს.

შოუმ ადამიანის ყველაზე ცუდი მხარე გამოაშკარავა და აჩვენა, რომ ნებისმიერი მზადაა, მოგაყენოს ტკივილი. მეტიც, წარმოდგენამ დაამტკიცა, თუ რამდენად მარტივია იმის დამცირება, ვინც არც იბრძვის და არც თავს იცავს. ყველაზე შემზარავი კი იმის გაცნობიერებაა, რომ ნებისმიერ „ნორმალურ“ ადამიანს შეუძლია იქცეს მოძალადედ თუ ამის შანსი მიეცა“, – აღნიშნა მარინა აბრამოვიჩმა.

დაინტერესდით.ჯი