ზუზუ ბეჟაშვილის დედა: ”რაღაც პრეპარატს იღებდა ნერვებისას… თურმე პულსი ჰქონია ჯერ… შეიძლება გული გაუსკდა”

ზუზუ ბეჟაშვილის დედა: ”რაღაც პრეპარატს იღებდა ნერვებისას... თურმე პულსი ჰქონია ჯერ... შეიძლება გული გაუსკდა”მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ციალა ბეჟაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს. დედის თქმით, ოჯახისთვის უცნობია ისიც, მისი შვილის რომელი მეგობარი ცხოვრობს დოლიძის ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა.

„რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვინმემ დაურეკა. რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა, ვერ გეტყვით ვერაფერს. რაღაც პრეპარატს იღებდა, სახელი აღარ მახსოვს, ნერვებისას“,- განუცხადა ციალა ბეჟაშვილმა „იბერიას“.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში წუხელ იპოვეს.

ინტერპრესნიუსი