,,დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა” – ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

,,დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა" - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრაფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის და ყოფილი მოდელის, თაკო ჩხეიძის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მათი 9 წლის ტატიანა დენის დარტყმით გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. მეზობელი ნათელა ქუთათელაძე ,,სარკესთან” იმ ტრაგიკულ დღეს იხსენებს:

-ეს ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობს და ფანჯრებზე რკინის გისოსები ამიტომ ჰქონდათ. როგორც გავიგე, იმ დროს, როცა ეს შემთხვევა მოხდა, მშობლები სახლში არ იყვნენ. ეს ამბავი რომ გაიგეს, მაშინვე მოვიდნენ. დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა… საშინელი ამბავი ტრიალებდა, – ამბობს მეზობელი.

მასალა ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში