გია ხუხაშვილი: ,,ზურაბიშვილს რაც მოეპრიანება, იმას გააკეთებს, რეალითი შოუში ვიცხოვრებთ”

გია ხუხაშვილი: ,,ზურაბიშვილს რაც მოეპრიანება, იმას გააკეთებს, რეალითი შოუში ვიცხოვრებთ"ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე ,,ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ხაზი გაუსვა მის ხასიათს.

-რაც მოეპრიანება, იმას გააკეთებს… ხვალ შეიძლება მოინდომოს, რომ წავალ მე პუტინს უნდა შევხვდეო, რატომ არ შეიძლება შევხვდე, ლავროვს ხომ შევხვდი და ჯარები გავიყვანე? რატომ არ უნდა შევხვდე პუტინს? – ასეთი ტიპის ადამიანია. ვიცხოვრებთ რეალითი შოუში, რომელსაც 6 წელი უნდა ვუყუროთ.
არ დავიღუპებით, არ დაიქცევა ქვეყანა, საინტერესო იქნება, – განაცხადა ხუხაშვილმა.