გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპა

გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპამომღერალი გია სურამელაშვილი დიდი ხნის წინ დაკარგულ სიყვარულს დღესაც ვერ იხსენებს ემოციების გარეშე. იმ გრძნობამ იარები დაუტოვა – სულიერიც და ფიზიკურიც. მას შემდეგ აღარავინ ჰყვარებია.

სამაგიეროდ მის სცენურ ცხოვრებას დაჰყვებოდა მუდამ იღბალი. ალბათ ერთადერთი მომღერალია, ვინც ამბობს, წარმატება ჩემთან ადვილად, თავისით მოვიდაო.

– გია, როგორი ბავშვობა გქონდათ?

– მე დიდი სიყვარულის ნაყოფი ვიყავი, ძალიან საყვარელი შვილი და შვილიშვილი. ბაბუა გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპასაბჭოთა კავშირის გმირი მყავდა, პრეზიდიუმში იჯდა. თავიდანვე თავისებური თვისებებით გამოვირჩეოდი, საკმაოდ მძიმე ვიყავი.

– ეს რითი გამოიხატებოდა?

– ჩემი ჩანგალი, თეფში, ჭიქა უნდა მქონოდა. კბილს ისე არ ამოვიღებდი და თმას არ შევიჭრიდი, თუ საჩუქრებს არ მომცემდნენ. ბაბუას კერპი ვიყავი და მისი სახელიც მქვია.

მამა შედარებით მკაცრი იყო. ბაბუას ეუბნებოდა, ასე ნუ ათამამებო, მაგრამ მერე ჩემი შვილი ისე გაათამამეს ჩემმა მშობლებმა, მე მონაგონი ვარ.

– რა ინტერესები გქონდათ, როგორი იყო თქვენი ბავშვური ოცნებები?

– ექიმობა მინდოდა, საავადმყოფოს მისაღებში ვმუშაობდი კიდეც, სადაც მძიმე პაციენტები მოჰყავდათ, მაგრამ ვუძლებდი, მაგარი გული მქონდა. უცებ კი სამსახიობოზე ჩაბარება გადავწყვიტე, თან ისე, რომ მშობლებს არაფერი ვუთხარი.

ლამაზი ვიყავი. გამოცდაზე ოტია იოსელიანის “სიყვარული და ღალატი” ისე წავიკითხე, 37 კაციდან მხოლოდ მე მივიღე ხუთიანი.

– თეატრალური გზა როგორ გაგრძელდა?

– ფოთის თეატრში გამანაწილეს, კარგი როლებიც მომაყარეს, მაგრამ გული ვერ დავუდე, საკუთარ თავს ვეძებდი. მაშინაც ამბიციური ვიყავი და რამდენიმე მთავარ როლზე უარიც კი ვთქვი.

ჯარში წასვლა მომიწია. უკვე ცოლ-შვილიც მყავდა, ამიტომ ჯარში, როცა მინდოდა, მაშინ მივდი-მოვდიოდი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იოლად ხდებოდა. ღმერთისგან დალოცვილი ვარ.

ბოლოს ეს პატარა ბიჭი სატელევიზიო გადაცემებშიც შევძვერი. ჯემალ ბაღაშვილმა გააკეთა მუსიკალური პროექტი “ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”. პრიმა გავხდი. მაშინ 19 წლის ვიყავი.

გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპა– სასიმღერო კარიერაში პირველი ნაბიჯები როდის გადადგით?

– იურმალას კონკურსზე მინდოდა მოხვედრა. მეგობრის, მზია კვირიკაშვილის რჩევით, ჩემი ფოტოები, სივი პირდაპირ მოსკოვში გავაგზავნე, თბილისს გადავაბიჯე. იქიდან მალევე დარეკეს, ეს “კრასავჩიკი” ვინაა, ეს ბიჭი ჩვენი იმედიაო, მაგრამ იმედები გავუცრუე…

ყველას ეგონა, ჩაწყობით მოვხვდი კონკურსზე, ვალენტინ იუდაშკინის ტანსაცმლით დავდიოდი და საოცრებები ხდებოდა.

– რატომ გაუცრუეთ იმედები?

– აქ თრობას ავყევი და მოუმზადებელი ჩავედი, თუმცა მეხუთე ადგილი მაინც ავიღე. ყველაზე სიმპათიურ მომღერლად დამასახელეს.

– თქვენს წარმატებას მხოლოდ იღბალს მიაწერთ, თვითონ არასოდეს გიბრძოლიათ?

– სურვილები მაქვს, მაგრამ მიზნებს არ ვისახავ. წარმატება თავისით მოვიდა ჩემთან, ფილარმონიის სოლისტი გავხდი. ჩემთვის ხელი არავის წაუკრავს. ამბობენ, წარმატებას ბოზობით აღწევენო, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არაფრის გარეშეც მოდის წარმატებები, უყვარდები ხალხს, მოსწონხარ. ტელევიზიაში ყველას ვუყვარდი და ხშირად მეპატიჟებოდნენ. მოსკოვმა რომ მაღიარა, საქართველოში უფრო დიდი ამბავი ატყდა, ეს ვინ გვყოლიაო.

თქვენი პირველი სოლო კონცერტი როგორ გახსენდებათ?

– 21 წლის ბიჭმა ფილარმონია გავავსე. “ნაგლად” გადავწყვიტე სოლო კონცერტის გაკეთება, რამაც ხალხი დაშოკა. ეთერ კაკულიას მზიასთვის ჩუმად უთქვამს, ეს ბიჭი კარგად ვერ არის, ასე ნაუცბათევად სოლო კონცერტის გაკეთება ვის გაუგიაო. ისე მეშინოდა, გულისწასვლამდე მივდიოდი, მაგრამ სცენაზე რომ გავედი, სასწაული ხდებოდა!

– 21 წლის ბიჭს წარმატება თავში აგივარდათ თუ ამ გამოცდას გაუძელით?

– წარმატება თავში არ ამვარდნია, რადგან გვერდით სერიოზული გარემოცვა მყავდა. მაშინ გავიცანი აჩიკო მეფარიძე. გასტროლებზე სიარულით ვშოულობდი ფულს, ძალიან სერიოზულ ხალხში მოვხვდი. ცხოვრებამ ძალიან გამამაგრა. მერე მოვიდა სასწაული სიყვარული, რამაც მომკლა.

– ეს როგორ მოხდა?

გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპა– უკვე ვარსკვლავი ვიყავი, მაგრამ იმ გრძნობამ გამანადგურა. მერე ის დაბრუნდა, მაგრამ მე აღარ შევურიგდი. მას შემდეგ არავინ მყვარებია. ის ადამიანი ავტოავარიაში გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე მხოლოდ ის მიყვარს.

– თუ ასე ძალიან გიყვარდათ, რატომ დასრულდა ეს ურთიერთობა, რატომ აღარ შერიგდით?

– თბილისში რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა შევრიგებოდი კიდეც, მე კი მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი. ჩემთან მოვიდა, მაგრამ არ შევურიგდი. არაამქვეყნიურად მიყვარდა და მაინც დავთმე.

– ახლა ნანობთ?

– არ უნდა დამეთმო… ახლა მყავს მეგობარი ქალი, რომელმაც, არ მგონია, ეს ინტერვიუ წაიკითხოს, მაგრამ თუ წაიკითხა, რა ვქნა, ეწყინოს. აღარ არის ის სიყვარული, რასაც ოდესღაც იმ ერთი ქალის მიმართ ვგრძნობდი. გადასულელებული სიყვარული მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი.

სულით მოღალატე არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში თურმე ყველაფერი ხდება. ბოზი ტიპი არ ვარ, თუ ერთი მყავს გვერდით, სხვებთან არ დავდივარ.

გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპა– თქვენს ერთადერთ სიყვარულზე დაქორწინებული იყავით?

– არა. მეუღლესთან მხოლოდ 2 წელი ვიცხოვრე. ცოლი არასოდეს მყვარებია.

– რა გამოდის, რომ ვისზეც დაქორწინდით, ის არ გიყვარდათ და ვინც გიყვარდათ, ცოლად არ შეირთეთ?

– კი.

– სად შეხვდით თქვენს დიდ სიყვარულს?

– ერთხელ ტელევიზიაში შევედი, ეს ადამიანი დავინახე და იმ წამს დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ორივე გავშეშდით. ერთხელ მე ტროლეიბუსიდან ჩავედი და ის თავის მეუღლესთან ერთად ადიოდა…

– გათხოვილი ქალი შეგიყვარდათ?

– ორივენი დაქორწინებულები ვიყავით. ერთმანეთს რომ ვხედავდით, ვითიშებოდით.

ფილარმონიას ვავსებდი, ჯაბა იოსელიანის დაცვა მემსახურებოდა, ფილარმონიიდან ფულს ვეზიდებოდი. ერთ-ერთი კონცერტის წინ საგრიმიოროს კარი გაიღო და ჩემი მეგობარი შემოვიდა, რომელსაც ეს გოგო შემოჰყვა.

ნახევარ საათში სცენაზე ვიყავი გასასვლელი, მაგრამ დავინახე თუ არა, გავითიშე. აბაზანაში შევიკეტე და ვკანკალებდი, ხელები, ფეხები წამერთვა. მეგონა, სიზმარში აღმოვჩნდი და კონცერტს ვეღარ ჩავატარებდი, რადგან ჩემს თავში ათასი რაღაც ხდებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავისი ფეხით ჩემს საგრიმიოროში მოვიდა. გავიყინე, მოვკვდი, ტუჩები გამილურჯდა. მივხვდი, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე ერთად უნდა ვყოფილიყავით.

გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპა– კონცერტი ჩაშალეთ?

– ადამიანად აღარ ვვარგოდი, მაგრამ ერთი საათის დაგვიანებით მაინც გავედი სცენაზე. სულ კულისებში ვიყურებოდი, რომ დამენახა, ხომ ნამდვილად იქ იყო. რაღაც პერიოდი ვეღარ დავინახე, თურმე ისიც ცუდად გახდა… მაგ დღის შემდეგ ზუსტად 6 თვე ერთი წუთითაც არ დავშორებივართ ერთმანეთს.

– 6 თვის შემდეგ რამე მოხდა?

– 6 მაისს ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღე გათენდა. ვერაფერი გავიგე, ისე უცებ შეურიგდა მეუღლეს. მისთვის არ მითქვამს, ქმარს გაშორდი-მეთქი, თავისი სურვილით გაშორდა.

– თქვენც გაშორებული იყავით ცოლს?

– არა. ოფიციალურად ახლაც არ ვარ მეუღლეს გაშორებული.

– საყვარელი ქალისგან ღალატი როგორ გადაიტანეთ?

– 35 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და მითხრეს, გაუქმების შანსი არ არისო. ნერვიულობით 40 კილო დავრჩი, სულ შავები მეცვა. კონცერტებზე ერთი და იმავე ფორმით გავდიოდი, არ ვიცოდი, რა დროს წამომივიდოდა ცრემლები. ყველა კითხულობდა, ეს როგორი გიააო.

სწორედ მაშინ დავიწყე პლანის მოწევა და წამლის გაკეთება, მაგრამ ნარკოტიკზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. გასინჯვის პერიოდები მქონდა, დიდად არ მომეწონა და თავის დანებებაც არ გამიჭირდა.

ხელებზე შემხედეთ, დღემდე მაქვს იარები.

– რისგან გაქვთ იარები?

– დაჩეხილი ვიყავი, ჩემს თავს ვაწამებდი. მსიამოვნებდა, საკუთარ თავს ფიზიკურად რომ ვუსწორდებოდი.

ასეთი გრძნობა თურმე ცხოვრებაში ერთხელ მოდის და აღარასოდეს მეორდება. ჩემთან დაბრუნებული უკან აღარ უნდა გამეშვა. ახლა ის მკვდარი რომ არ იყოს, დღეს ძალიან ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, რადგან ჩვენ ერთად ვიქნებოდით.

მან ჯერ თავისი ოჯახი დაანგრია, ჩემთან მოვიდა და მერე მე დამინგრია ყველაფერი. შემდეგ ქმარს შეურიგდა, მაგრამ 3 თვეში ისევ ჩემთან მოვიდა. რა ვქნა, ვერ ვაპატიე და მაშინ აწეწილი ცხოვრება დღემდე ვერ დავალაგე.

– მისი გარდაცვალების ამბავი როგორ გაიგეთ?

– ეს იყო საშინელება! მაშინ მოსკოვში ვიყავი. ყოველთვის ვამბობდი, არ არსებობს, ის ჩემი ცოდვით აუცილებლად მოკვდება-მეთქი. ამიტომ მის სიკვდილში თავს ვიდანაშაულებდი.

ვინც კი უსამართლოდ მექცევა, ყველას რაღაც ცუდი ემართება, მათ შორის არიან ჩემი ახლო მეგობრები – სამ მათგანს შვილები მოუკვდა. არავის ვწყევლი, მაგრამ მათ სასწაულად სჯით ღმერთი.

– ცნობილია, რომ დედის გარდაცვალებაც ძალიან მძიმედ გადაიტანეთ.

– დედის გარდაცვალებამ გამანახევრა. ჩემი კერპი იყო. მან გაზარდა ჩემი შვილი, რადგან ისე მოხდა, რომ დედასთან არ უნდოდა და ჩემს ოჯახში გაიზარდა.

ულამაზესი დედა მყავდა, შავგვრემანი, ეშხიანი და 10 დღეში მომიკვდა, სარკომა დაემართა. მეგობარმა რომ მითხრა, ექიმებმა თქვეს, გადარჩენის შანსი არ არისო, ერთი ბოთლი ვისკი ჩამოვცალე. უაზროდ ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი, დედას ვეძახდი.

მთელი 10 დღე არ მიძინია, ზუტად 10 წუთი ჩამეძინა და მაშინ დაღუპულა – თავის დაბადების დღეზე, 8 მარტს. გარდაცვალებამდე 2 საათით ადრე მეუბნებოდა, ტორტს ხომ მომიტანო. ის 10 წუთი ალბათ ღმერთმა გამთიშა, რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში თურმე ჩემს სახელს ყვიროდა.

გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპა– თავად როგორი მშობელი ხართ?

– გოგო მინდოდა და, როცა ექიმებმა მითხრეს, ბიჭიაო, სიფათი შემეცვალა. ძალიან ტკბილი და გემრიელი შვილი მყავს. ძალიან მაგარი მეგობრები ვართ, ჩემს რძალთანაც კარგად ვარ, მაგრამ მძიმე ადამიანი გახლავართ. რა მიხარია და რა მწყინს, ვერ გაიგებთ.

– ცხოვრებამ რა გასწავლათ?

– ცხოვრებამ ბევრი გაკვეთილი ჩამიტარა. მიტევება რომ არ შემიძლია, ცუდია. როგორ შეიძლებოდა, არ მეპატიებინა თუნდაც მისთვის, ვინც ასე ძალიან მიყვარდა, დღესაც მივტირი, მიყვარს და ისე წავიდა ამქვეყნიდან, ერთად ვერ ვიყავით და ერთმანეთის ჯიბრზე ათას სისულელეს ვაკეთებდით.

გაკვეთილი სწორედ ისაა, რომ იგივე შეცდომები აღარ ჩავიდინოთ, მაგრამ ისევ ოროსანი მოსწავლე ვარ.

 ქეთი დინოშვილი, სარკე