ბავშვები, რომელთა სხეულიც ოქროს ფასად ფასობს

ბავშვები, რომელთა სხეულიც ოქროს ფასად ფასობსტანზანიაში ალბინოსებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. მათ უმოწყალოდ ხოცავენ, ხოლო მათ სხეულებს ანაწევრებენ და ისევე, როგორც წამლებს, ნაწილებად ყიდიან.

საქმე ის არის, რომ არსებობს ცრურწმენა, თითქოს ალბინოსის ხორცს სამკურნალო თვისებები აქვს და მათზე ნამდვილი ნადირობა მიმდინარეობს. მათ  სხეულს –  ენას, თვალებს, კიდურებს და ა.შ. ოქროს ფასი აქვს – 50 ათასიდან 100 ათას დოლარამდე ღირს.

ალბინოსებზე ნადირობა  მკვეთრად გაიზარდა შიდსის გავრცელებასთან ერთად. მოსახლეობის ცრურწმენით, ალბინოსების გამხმარი გენიტალიების ჭამა ადამიანს შიდსისგან კურნავს. ერთი ბავშვები, რომელთა სხეულიც ოქროს ფასად ფასობსცრურწმენის მიხედვით კი, მათი სხეულის ნაწილებს ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვთ, ამიტომ თილისმებს ამზადებენ.

ზოგის ცრურწმენით კი,  მათში ბოროტი სულია ჩასახლებული, ამიტომ ახალშობილ ალბინოსებს ზოგჯერ საკუთარი მშობლები კლავენ.

2009 წელს ჩატარდა ალბინოსების მკვლელების პირველი სასამართლო პროცესი. გაასამართლეს მამაკაცები, რომლებმაც 14 წლის ალბინოსი მოკლეს და დაანაწევრეს. ამ სასამართლოს შემდეგ ალბინოსებზე მონადირეები მეტ სიფრთხილეს იჩენენ და მოკვლის ნაცვლად აჭრიან  კიდურებს, აცლიან კბილებს, რომ დაჭერის შემთხვევაში ნაკლები სასჯელი მოიხადონ.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალბინოსებზე თავდასხმას ამაზრზენი და ქვეყნის დიდი სირცხვილი უწოდა. ალბინოსები განცალკევებით ჰყავთ და 24 საათის განმავლობაში იცავენ. აღსანიშნავია, რომ დასავლეთიც ბევრ რამეს აკეთებს, რომ ეს ადამიანები გადაარჩინოს.

თავშესაფრის პატარა ბინადრების ისტორიები შემზარავია. თითქმის ყველა დასახიჩრებულია. 14 წლის ემანუელი სასწაულად გადარჩა. მას თავს დაესხნენ და ერთი ხელი მოაჭრეს, მეორე ხელზე კი თითები დააჭრეს, დაუზიანეს ენა, ამოაცაილეს 4 კბილი. ემანუელი პრემიერმინისტრობაზე ოცნებობს, რომ  თავის ქვეყანას ემსახუროს.

გოგონა, სახელად  კაბული 12 წლის ასაკში გახდა თავდამსხმელების მსხვერპლი, მას ხელი იმ დროს მოაჭრეს, როცა დედასთან ერთად ეძინა. ის ადვოკატობაზე ოცნებობს, რომ სხვა ალბინოსები დაიცვას.

ერიკ ლაფორგის ფოტოები