ძღვენი მინისტრის ქმრისთვის – ,,ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს!”

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები თბილისში, ილია ჭავჭავაძის 80 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ზონალური ცვლილება ინფრასტრუქტურის მინისტრის ოჯახის სასარგებლოდ ხდება, რადგან ეს ტერიტორია მაია ცქიტიშვილის მეუღლის საკუთრებაა.

ჭავჭავაძის 80 ნომერში რომ საშუალებას აძლევენ, ზონალური ცვლილება მოხდეს მაია ცქიტიშვილის ოჯახის წევრებისთვის, გამონაკლისს რატომ უშვებენ, როცა 500 კვ მაინც უნდა იყოს თუ რაიმე უნდათ, რომ შეიცვალოს? ამ წესს ვერ აკმაყოფილებს. უკაცრავად, მაგრამ ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს ამ ქალაქში მაღალი თანამდებობის პირებისთვის ასეთი ძღვენის გაკეთება თბილისელების ხარჯზე, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საკრებულოს უმრავლესობა.

-არ ვიცი, ეს მიწა ვისია. ეს არის ოპოზიციის ნათქვამი, რომ არის კონკრეტული ადამიანის,-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018