რა ხდება მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს – ვიდეო

სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს  ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები არ დაუტბორია არასდროს, ეზოებამდეც კი არ მიუღწევია:

-იქ ჩადეს სამი ცალი „ტრუბა“, ჩვენს სახლზე დაახლოებით 20 მეტრით მაღლა. ვუთხარი, ღმერთმა არ ქნას, ისე გაწვიმდეს ხის გადატანამდე, ღმერთმა მშვიდობით მიატანიოს ეს ხე ადგილზე-მეთქი, მაგრამ, რომ გადაიტანთ, ეს ტრუბები ამოიღეთ, დატბორავს-მეთქი. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ თქვენ, როგორც მე ეს ამიხდა, – ამბობს ერთ-ერთი სახლის მეპატრონე ნაილი ელიაძე.

ბათუმელები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018