თაკო გაჩეჩილაძეს უცხოელ პროდუსერ ბორისლავ მილანოვთან რომანი აქვს

დები გაჩეჩილაძეების ცხოვრება მუდმივად საინტერესოა, თუმცა, შოუ-ბიზნესის ბევრი წარმომადგენლისგან განსხვავებით, თაკო და ნინო მრავალრიცხოვანი წარმატებული ან წარუმატებელი რომანებით არ გამოირჩევიან და შესაბამისად, მათ პირად ცხოვრებაზე პრესაში თითქმის არასდროს იწერება.
თაკო გაჩეჩილაძეს ერთხელ ჰქონდა შექმნილი ოჯახი და ეს მოხდა მაშინ, როცა ის პატარა გოგონა იყო. მისი ყოფილი ქმარი დათო სალაძეა, რომელთანაც თაკოს ოჯახი მალე დაენგრა და მონასტერშიც იყო წასული.
მას შემდეგ თაკოს პირად ცხოვრებაზე სარწმუნო ჭორებიც კი აღარ გავრცელებულა. მაგრამ როგორც ჩანს, მომღერალი ამჯერად შეყვარებულია.
უკვე ბოლო რამდენიმე თვეა, “რეიტინგი” აქტიურად ადევნებს თვალს თაკოს ინსტაგრამის პირად გვერდს, სადაც მომღერალი ხშირად დებს სთორებს და ფოტოს უცხოელ მამაკაცთან ერთად.

ისინი ერთმანეთს ძირითადად საზღვარგარეთ ხვდებიან.
რამდენიმე დღის წინ, თაკო დასთან, ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად ვენაში გაემგზავრა. ნინომ ინსტაგრამის სთორიში თაკოსა და ჩვენ მიერ შემჩნეული უსიმპატიურესი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით “love”, რამაც ჩვენი ვარაუდები გაამართლა. აშკარაა, რომ თაკოს რჩეული უსიმპატიურესი უცხოელი მამაკაცია.
ბორისლავ მილანოვს ევროპის მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ, ის წარმატებული მუსიკალური პროდუსერია.
თაკომ და ბორისლავმა ერთმანეთი სავარაუდოდ “ევროვიზიაზე” გაიცნეს. პროდუსერი წარმოშობით ბულგარელია. შესაბამისად, თაკოს ხშირი ვიზიტები ბულგარეთში სწორედ სიყვარულს უკავშირდება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “რეიტინგი” თაკო გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა. იგი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა: “ყველაფერს სექტემბერში გაიგებთ”, – გვიპასუხა მან ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018