,,ამ ძაღლით ფეხბურთს თამაშობდნენ” – მაო გალუაშვილი

მაო გალუაშვილი ფეისბუქში საშინელ ამბავს წერს ბავშვების სისასტიკეზე, რომლებიც ლეკვს აწამებდნენ.

,,ძალიან გამწარებული ვარ ! ლეკვი გამოსტაცეს სამ ლაწირაკს (6-8 წლამდე) თემქაზე, თამაშობდნენ ფეხბურთს ძაღლით! რომ მივიდნენ წამოსაყვანად, არ აძლევდა თურმე და ტრასაზე გადაგდებაც სცადა ამ ლეკვის. ასეთ ბავშვებს რატომ ზრდით, ხალხო!
აქვს თავის ტვინის ტავმა ამ პატარას და მთლიანად დაჟეჟილია ჰემატომებით, გადაიტანს ამ ღამეს თუ არა, არავინ იცის.
ის ლაწირაკები კიდევ სხვა გასართობს ნახავენ და დაუსჯელებიც დარჩებიან. მართლა აღარ მაქვს რაიმეზე ლაპარაკის თავი. საიდან ამდენი ძალადობა”, – დაწერა მაო გალუაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018