ცისანა სეფიაშვილი სოსო ზაქარეიშვილს გაშორდა

ცისანა სეფიაშვილი სოსო ზაქარეიშვილს გაშორდამომ­ღე­რა­ლი ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი აქ­ტი­ურ შოუ-ბიზ­ნე­სურ ცხოვ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მე­ო­რე ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ ჩა­მო­შორ­და. სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­სა­ნამ სამი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, ოჯა­ხის პა­რა­ლე­ლუ­რად ის “ტო­ი­ო­ტას” ცენ­ტრში მუ­შა­ობ­და და, ბუ­ნებ­რი­ვია, სიმ­ღე­რა­საც ვე­ღარ ახერ­ხებ­და. ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვილს და სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვილს სა­მაგა­ლი­თო ოჯა­ხი ჰქონ­დათ, თუმ­ცა გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ მათი ოჯა­ხი და­ინ­გრა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა “რეიტინგმა” თა­ვად ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვილ­თან სცა­და.

– ქალ­ბა­ტო­ნო ცი­სა­ნა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქმარს და­შორ­დით, მარ­თა­ლია?

– გი­დას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

– რა გახ­და და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი და გა­მო­რი­ცხავთ შე­რი­გე­ბას?

– მე მხო­ლოდ და­შო­რე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა შე­მიძ­ლია. დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი­სა და სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ორი წლის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში “სარკესთან” აცხა­დებ­და, სწო­რედ სო­სომ გა­და­ა­ტა­ნი­ნა პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და.

“ჩემი და სო­სოს ქორ­წი­ნე­ბა ისე სწრა­ფად მოხ­და, ჭო­რე­ბიც კი და­დი­ო­და, რომ პირ­ველ ქმარ­თან ცხოვ­რე­ბის დროს მე უკვე მას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ტყუ­ი­ლია. კოკა წე­რე­თელს რომ გავ­შორ­დი, მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მამა იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბში უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ “უზ­ნეო” შვილს ერთ თვე­ში ისიც ჩა­მომ­ყვა. სახ­ლში რე­მონ­ტის კე­თე­ბა და­ი­წყეს და მა­მამ ლი­კან­ში გა­მამ­წე­სა. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი სოსო, მისი მამა, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი და მათი მე­გობ­რე­ბი. სო­სომ თა­ვის თავ­ზე აიღო ჩემი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა. ცუ­დად ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის დან­გრე­ვას, მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბას გან­ვიც­დი­დი, ამი­ტომ ღა­მით და­ძი­ნე­ბა მი­ჭირ­და. ჩემი და სო­სოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. როცა ყვე­ლას ეძი­ნა, ჩვენ ვე­რან­და­ზე ვის­ხე­დით და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მეხ­მა­რე­ბო­და.

შემ­დეგ აბას­თუ­მან­ში წა­ვე­დი და იქაც მი­რე­კავ­და, დი­ლამ­დე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მთლად მე­გობ­რუ­ლი აღარ იყო. ფი­ნა­ლი კი ბა­კუ­რი­ან­ში მოხ­და. ერთ ღა­მეს და­მი­რე­კა და მი­თხრა, აი­ვან­ზე გადი, მო­მი­ყე­ვი, რო­გო­რი ხედი გაქ­ვსო. მეც გა­ვე­დი და მო­ყო­ლა და­ვი­წყე, მაგ­რამ უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მისი ხმა მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნი­დან კი არა, ახ­ლო­დან მეს­მო­და. ქვე­მოთ ჩა­ვი­ხე­დე და სოსო იქ იყო. ად­გილს მოს­წყდა და ჩემ­კენ გა­მო­იქ­ცა… მთე­ლი ღამე აი­ვან­ზე გა­ვა­თე­ნეთ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ცვი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი იყო, ცოტა ქა­ლუ­რი შიში მქონ­და, ნეტა საით წა­იყ­ვანს ამ ყვე­ლა­ფერს, მთა­ვა­რია, რამე არ გა­ა­ფუ­ჭოს-მეთ­ქი. დი­ლით ისე წა­ვი­და, ჩემ­თვის არც კი უკოც­ნია.

მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა და მო­მიყ­ვა: “1997 წელს გნა­ხე კლიპ­ში “გი­ხა­რო­დენ” და ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩემი ცოლი გახ­დე­ბო­დი. ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, ნუ ფან­ტა­ზი­ო­რობ, გა­თხო­ვი­ლი­აო. ლი­კან­ში რომ და­გი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვი­და-მეთ­ქი… სო­სოს ბრა­ლია, რომ ამ­დე­ნი შვი­ლი მყავს. მე­სა­მე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, შვილს აღა­რა­სო­დეს გა­ვა­ჩენ-მეთ­ქი, მაგ­რამ სოსო მე­უბ­ნე­ბო­და, აბა, ვნა­ხო­თო. ქმრის ძა­ლა­დო­ბის გარ­და, ალ­ბათ ღვთის ნება იყო, რომ მე­ო­თხე შვი­ლიც გა­მე­ჩი­ნა”, – იხ­სე­ნებ­და “სარ­კეს­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი.