“საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა ამ ცხოვრებაში” – როგორ ულოცავს დაბადების დღეს ირაკლი კუტალაძეს მისი მეორე შვილის დედა

"საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა ამ ცხოვრებაში" - როგორ ულოცავს დაბადების დღეს ირაკლი კუტალაძეს მისი მეორე შვილის დედაროგორც იცით, ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ირაკლი კუტალაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას მერე, რაც მისი და მომღერლის ქორწინება სკანდალურად დაირღვა, ბევრი დრო გავიდა. ირაკლი კუტალაძეს კავშირი არ გაუწყვეტია შვილთან და პატარა ელენესთან დიდ დროს ატარებს – ხშირად მიჰყავს დასასვენებლად და ერთობლივ ფოტოებსაც დებს ხოლმე.

არც ისე დიდი ხანია, მას რუსეთში მეორე ქალიშვილიც ეყოლა. გოგონა მან საქართველოშიც ჩამოიყვანა და მასთან და ელენესთან ერთად ოჯახური ფოტოებიც გადაიღო. სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, რომ გოგონები ძალიან გვანან მამას და – ერთმანეთს.

ირაკლის ახალი მეორე ნახევარი ირინა შინკარევაა, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავს ქართველი მეუღლისადმი სიყვარულს. ამჯერად მან დაბადების დღე მიულოცა მეუღლესა და ქალიშვილს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ერთდროულად აქვთ დაბადების დღე.

ირინა შინკარევა:

– გილოცავთ, ჩემო საყვარლებო. თქვენ საუკეთესო ხართ, რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა ამ ცხოვრებაში. იყავით ჯანმრთელები, ბედნიერები, დაე თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი იყოს მშვიდად და აუღელვებლად, ყველა უბედურებამ აგიაროთ გვერდი.

მშობლები