სასწრაფოდ: ,,აიღეთ სისხლის ანალიზი!” – ლორა ტორნტონი საქართველოს მდგომარეობით შეშფოთებულია

სასწრაფოდ: ,,აიღეთ სისხლის ანალიზი!" - ლორა ტორნტონი საქართველოს მდგომარეობით შეშფოთებულია“ენ-დი-აის” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი ფეისბუქში საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს და საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, სისხლის ანალიზი აიღოს და იქვე აღნიშნავს, რომ ამას ისე კი არ ამბობს, როგოც ექსპერტი, არამედ როგორც შეშფოთებული დედა.

,,მეგობრებო საქართველოში, აიღეთ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ჩემი გაცილებით მაღალია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, სხვების სერიოზულად საშიშ დონეზეა.

მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ. იმედი მაქვს, ეს სასწრაფოდ მოხდება, რადგან ეს ისეთი კრიზისია, რომელზე რეაგირებაც აქამდე იყო საჭირო და ყოველი დღე უფრო დიდი რისკის მატარებელია”, – წერს ლორა ტორნოტი.

მისი ვარაუდით,  ტყვიით მოწამვლის მიზეზი უხარისხო ბენზინია, რომლის მსგავსსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს, ძირითადად აფრიკაში.