,,საქართველოში მოღალატედ მთვლიან” – გიორგი ჯიქია

,,საქართველოში მოღალატედ მთვლიან” - გიორგი ჯიქიაქართული ფესვების მქონე რუსეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, გიორგი ჯიქიამ РГ-სთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელის თქმით, მას საქართველოში მოღალატედ თვლიან.

-საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. უკანასკნელად კი ერთი თვის წინ ვიყავი იქ. მეგრულ ენაზე საუბარი შემიძლია. ქართულად კი, სამწუხაროდ, არც საუბარი ვიცი და არც წერა-კითხვა.

იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობდი. საბოლოოდ რუსეთი ავირჩიე, რადგან ყველა პლუსი და მინუსი კარგად გავიაზრე, ამ ყველაფერს არც ვნანობ. ცუდია, რომ საქართველოში მე მოღალატედ ვითვლები, – განაცხადა ჯიქიამ.

ფუტბალნიუს.ჯი