სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პასუხები ინტერნეტში გაიპარა?

სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პასუხები ინტერნეტში გაიპარა?გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებგვერდზე შემთხვევით, სავარაუდოდ, სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები რამდენიმე წუთით გამოაქვეყნა.

საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტეტის ტიპის გამოცდა ჩატარდა.

სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პასუხები ინტერნეტში გაიპარა?

ტესტების პასუხების “სქრინები” სოციალურ ქსელში გავრცელდა. რამდენიმე მათგანი On.ge-მაც მოიპოვა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს, B და C ტესტირების პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო, სტუდენტებმა პასუხების “დასქრინვა” მოასწრეს. ამ ეტაპისთვის ტესტირებების პასუხები ვებგვერდზე არ იძებნება.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გასაჯაროებული პასუხები სწორი რომ არ არის, ამის შესახებ აბიტურიენტები გამოცდაზე დარწმუნდებიან.

ონ.ჯი