სააკაშვილი: ,,ივანიშვილს სრული საშუალო განათლებაც არ აქვს… მას ჩემი ეშინია”

სააკაშვილი: ,,ივანიშვილს სრული საშუალო განათლებაც არ აქვს... მას ჩემი ეშინია"საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსული საერთაშორისო ტელევიზიის“ (RTVi) ჟურნალისტებს ეკატერინე კოტრიკაძეს და ვლადიმერ ლენსკის, პირდაპირ ეთერში სატელეფონო ინტერვიუ მისცა.

– საქართველოს ხელისუფლება კიევთან ჩემს შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებდა. მე უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ვიყავი დაკავებული, როცა პეტრო პოროშენკო მათ ეუბნებოდა – წაიყვანეთ და ქართულ ციხეში ჩასვითო, მაგრამ ივანიშვილი არ დათანხმდა.  ბიძინა ივანიშვილს ჩემი ეშინია. როგორი განაჩენიც არ უნდა გამომიტანონ, თბილისში მაინც ჩავალ.

– როდის?

– ალბათ საპრეზიდენტო არჩენების დროს, შემოდგომაზე. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს. გააყალბებს, მაგრამ არ გაუვა. საბოლოო ჯამში ვერაფერი უშველის.

– ესე იგი, თქვენ  საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაბრუნდებით?

– დიახ. სხვათა შორის, მინდა პირველ განაჩენს შევეხო, რომლის შესახებაც დასავლელი ჟურნალისტები რატომღაც წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი „ბანკირის [სანდრო გირგვლიანის] მკვლელობის“ გამო გაასამართლესო. მე არანაირი კავშირი არ მაქვს არც მის მკვლელობასთან და არც ცემასთან – ისევე როგორც კენედის, ან ტროცკის ნაჯახით მკვლელობასთან. „ბანკირის მკვლელობის საქმე“ იყო ყოფითი ინციდენტი, რომელიც ახალგაზრდა კაცის მოკვლით დასრულდა…

დავუბრუნდეთ თქვენი საქართველოში დაბრუნების საკითხს. თქვენ ამბობთ, რომ შემადგომითო. ვთქვათ, დაგაკავეს. რას გეგმავთ ასეთი შემთხვევისათვის? გაქვთ რაიმე გეგმა საერთოდ?

– მე საქართველოში დავბრუნდები. მათ რომ ჩემი დაჭერა შეძლებოდათ, უკრაინიდან დიდი ხნის წინ ჩამიყვანდნენ თბილისში. მათ ჩემი დაკავება არ შეუძლიათ, რადგან რეალურად ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. მე საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვარ. მე შევქმენი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მე ის კაცი ვარ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გამოაჩინა. ჩემს  პრეზიდენტობამდე საქართველო მსოფლიოს რუკაზე საერთოდ არ ჩანდა. მე შევქმენი ყველა თანამედროვე ქართული ინსტიტუტი, მათ შორის სამართალდამცავი სისტემა. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა [ბოლომდე ვერ დავასრულე] და იმავე დონეზეა, როგორიც დავტოვე… ამიტომაც ოლიგარქისათვის, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნაწილი ვერ გახდა, ციხეში ჩემი ჩამწყვდევა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს.

– ხალხის ქუჩაში გამოყვანა თუ გაქვთ დაგეგმილი? გაქვთ მიტინგების გამართვის ან რევოლუციის გეგმები? ეს ყველაფერი თქვენთვის უკვე ნაცნობია…

– ვთვლი, რომ საქართველოს ახალი რევოლუცია არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება საპრეზიდენტო არჩევნების დახმარებით. ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით, პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არიან ძალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც არ შეურიგდებიან მოსკოვიდან გამოგზავნილ ოლიგარქს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არავის არ სჭირდება, მას ალბათ სრული საშუალო განათლებაც კი არ აქვს…

– მიხეილ, მიიღებთ მონაწილეობას საქართველოს ან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში? იქნებით პრეზიდენტობის კანდიდატი?

– არა, მე არც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიქნები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოც და უკრაინაც ოლიგარქებს ტავიდან მოიშორებს. ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყანის ოლიგარქებს ჩემი ძალიან ეშინიათ – მე ხომ არ ვიყიდები, მათ წინაშე კაპიტულაციას არ ვაცხადებ და მათ ყოველთვის შევუტევ, რადგან საქართველოც და უკრაინაც ძალიან მიყვარს. მჯერა, რომ ორივეს წინ დიდებული მომავალი აქვთ.

– მიხეილ, ერთი მცირე პატარა კითხვა მაქვს. თქვენ საკმაო დრო გაქვთ გატარებული აშშ-ში, გარკვეული დროის განმავლობაში ბრუკლინშიც ცხოვრობდით.  ამერიკის დახმარების იმედი თუ გაქვთ? ან იმის იმედი, რომ ამერიკა დაგიცავთ საქართველოში ჩასვლისას?

– რას ნიშნავს „ამერიკა თუ დაგიცავთ“? რაში მჭირდება ამერიკისაგან დაცვა? მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც. ის, რომ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, შეხვედრების გამართვაში, ეს განა არაფერს არ გეუბნებათ? ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ჩემს წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს. რასაკვირველია, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩვენი ბედი ჩვენივე ქვეყნებში წყდება…

– მიხეილ, მე უფრო კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ. იმ დროს, როცა მე და თქვენ საქართველოში ვცხოვრობდით, საქართველოს დონალდ ტრამპი ეწვია,  მას ესაუბრეთ, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება. მაგალითად, ბათუმში „ტრამპ-თაუერი“ უნდა აშენებულიყო. შემდეგ თქვენ ვაშინგტონშიც იყავით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ტრამპთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. იქნებ ამ გარემოებამ როგორღაც შეცვალოს თქვენი მდგომარეობა უკრაინაში?

– მე, უბრალოდ, დონალდ ტრამპთან კონტაქტის შესაძლებლობა არ მქონია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს. რასაკვირველია, მას მანამდეც კარგად ვიცნობდი… და მას არცერთი უცხოელი ლიდერი არასდროს ისე არ შეუქია, როგორც მე.

– ალბათ, მხოლოდ ვლადიმერ პუტინი…

– არა, ეს სრულიად სხვადასხვა მომენტია. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვქონდა… თუმცა ეს ყველაფერი YouTube-შიც დევს, შეიძლება მისი ნახვა.. ცხადია, საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. მას კარგად ესმოდა ქართული რეფორმების მნიშვნელობა და ახლაც ესმის. რაც სდეეხება უკრაინას… ხომ ნახეთ, რა თქვა უკრაინაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს? ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა მსოფლიოშიო… ეს სრული სიმართლეა.

ეს ინფორმაცია მან თქვენგან მიიღო?

– ეს ინფორმაცია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გავრცელდა. უკრაინაში ამერიკულ ფინანსურ დახმარებას იპარავენ და ვფიქრობ, მოვა დრო, როცა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო უწყება ამ საქმეს გამოიძიებს და შესაბამისად, პოროშენკოები, ახმეტოვები და ყველა დონის კორუფციონერები დაისჯებიან. არ მინდა ამ საკითხით სპეკულირება, მაგრამ თუ რამე გამეგება კორუფციაში, მე, ამერიკული დიპლომის მქონე იურისტს, ვამბობ, რომ საქმე საბოლოოდ ასე დასრულდება. პეტრო პოროშენკოს ისტერიულად ეშინია, მაგრამ  სასამართლოს ვერსად წაუვა…

ნ.ს.პ.ჯი