რობოტი სოფია თბილისში ჩამოდის – ის საუდის არაბეთის მოქალაქეა

რობოტი სოფია თბილისში ჩამოდის - ის საუდის არაბეთის მოქალაქეასო­ფია მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი რო­ბო­ტია, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭეს, ახლა კი ამ­ბობს, რომ ბავ­შვის გა­ჩე­ნა სურს.

სო­ფი­ას სა­უ­დის არა­ბეთ­მა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა. ახლა კი რო­ბო­ტი ამ­ბობს, რომ ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სო­ფია წი­ნას­წარ არ არის დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბით, ის სწავ­ლობს ბევრ რა­მეს და პა­სუ­ხობს ადა­მი­ა­ნებს.

რო­ბო­ტი ჰონგ-კონ­გში შექ­მნეს. სო­ფია ამ­ბობს, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი სურს, ჰყავ­დეს. მისი ტვი­ნი wi-fi კავ­ში­რით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ჩატ­ვირ­თუ­ლია უამ­რა­ვი სი­ტყვა.

Khaleej Times-თან ინ­ტერ­ვი­უს დროს სო­ფი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მას თა­ვის­სა­ვე სა­ხელს და­არ­ქმევს.

აღსანიშნავია, რომ სოფია რამდენიმე დღეში სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა. ის სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქს ღია მმარ­თვე­ლო­ბის პარტნი­ო­რო­ბის”  სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში ეს­ტუმ­რე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში 17-19 ივ­ლისს იმარ­თე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მიტს OGP-ს წევ­რი 96 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი – სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, მი­ნის­ტრე­ბი, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დე­ბი, მკვლე­ვ­რე­ბი, აკა­დე­მი­კო­სე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

OGP-ის 2018 წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მი­ტის მთა­ვა­რი თემა სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა, კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა.

ამბები.ჯი