,,პარლამენტი რომ გადაიტანონ, ამ ქოთანს რა ვუყოთ, რაზე გამოვიყენოთ” – ქუთათურები ხუმრობენ

,,პარლამენტი რომ გადაიტანონ, ამ ქოთანს რა ვუყოთ, რაზე გამოვიყენოთ” - ქუთათურები ხუმრობენპარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. მიზეზად ის თანხები სახელდება, რაც პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებისათავის იხარჯება.

ქუთათურებმა ,,მეგა ტვ”-ის კითხვას, უნდა იყოს თუ არა ქუთაისში პარლამეტი, ჩვეული იუმორით უპასუხეს:

,,როცა ისინი არიან აქ, ბაზარიც გაძვირებულია, ჯობია, გადაიტანონ, ტყუილად ხარჯავენ ფულს აქეთ-იქით სიარულში”, ,,რესტორნები დასაქმდა”, ,,სამტრედიელს ქუთაისი რომ სდომოდა, აქ ჩამოვიდოდა, მაგრამ თბილისში წავიდა პარლამენტარად, არც ხონელს უნდა აქ ცხოვრება, არც ვანელს, არც ჩხოროწყუელს”, ,,იყოს, ბარემ არის და რომ გადაიტანონ, რა ვუყოთ ამ ქოთანს, რაზე გამოვიყენოთ”.