მაკა ასათიანი: ,,ვიცავ მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი”

მაკა ასათიანი: ,,ვიცავ მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი”ბიზნესმენი და ყოფილი დიზაინერი მაკა ასათიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.

საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ („მერსედეს-ბენცის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება.

მაკა ასათიანი ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მკლევრებსა და მაკა ასათიანის მხარეს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.

მაკა ასათიანის ადვოკატის თქმით, ჩნდება კითხვები, რამდენად ობიექტურად და კომპეტენტურად ჩატარდა კვლევა.

მაკა ასათიანი: ,,ვიცავ მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი”-ვერ ვიჯერებ, რომ მიჭირავს ეს ფურცელი და მიწევს კიდევ ერთხელ დავის წამოწყება ახალგაზრდებთან, შეგნებულად აღარ ვასახელებ ორგანიზაციას.

არ არის ეს ჩემს ბუნებაში. მე წინა შეხვედრაზე ყველანაირად შევეცადე და მოგეცით შანსი, რომ თავისუფალი არჩევანის შესაბამისად გამოგესწორებინათ ეს შეცდომა, მზად ვიყავი, მეპატიებინა, სიმართლე და სამართალი ხომ ასეთი რამეა, რაც არასოდეს არავის დაუკარგავს. თუ ვინმე უსამართლოდ მოიქცა, ყველას პასუხს მოვთხოვ, რადგანაც ვიცავ მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი, – განაცხადა მაკა ასათიანმა.

სასამართლოს მაკა ასათიანი ორშაბათს მიმართავს.

პირველი არხი (ფოტოებზე: მაკა ასათიანი და კახი ასათიანი)